ქართული ღვინის ექსკლუზიური მაღაზია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უბაჟო ვაჭრობის ზონაში „ატუ ჯორჯიას“ და „ტავ ჯორჯიას“ მიერ გაიხსნა ღვინის მაღაზია -„ქართული ღვინოები“, სადაც გამოფენილია 12 კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების საუკეთესო ქართული ღვინო. ქართული ღვინის ექსკლუზიური მაღაზიის გახსნა შესაძლებელი გახდა „ატუ ჯორჯიას“ და „ტავ ჯორჯიას“ აქტიური ძალისხმევისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით. 275 კვ.მ-ზე განთავსებულ მაღაზიაში მოწყობილია ღვინის დეგუსტაციის კუთხე და მგზავრებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ ქართული ღვინის დახვეწილი კოლექცია 24 საათის განმავლობაში. მაღაზიის დიზაინი ქართულ ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი და ქართველ არქიტექტორს ეკუთვნის.

ქართული ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტის წარმოჩენა თბილისის აეროპორტში, სადაც ყოველდღიურად ათასობით მგზავრი იყრის თავს, არამარტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, არამედ ეროვნული ღვინის ცნობადობის ამაღლებას უამრავი ვიზიტორის თვალში.

მაღაზიაში წარმოდგენილია შემდეგი ღვინის კომპანიების ღვინოები: ბადაგონი, კორპორაცია ქართული ღვინო, შპს ხვანჭკარა, ქინძმარაულის მარანი, თბილღვინო, სარაჯიშვილი, თელიანი ველი, ბაგრატიონი 1882, შპს კახეთის ტრადიციული ღვინის წარმოება, შატო მუხრანი, მეღვინეობა ხარება და სხვ.

 

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467