რეგულარული რეისი თბილისი - დუბაი

დაბალტარიფიანმა ავიაკომპანია flydubai -იმ რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო დუბაიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს ბოინგ 737-800 ტიპის ავიახომალდით. ორი გზის ღირებულება 270 აშშ დოლარს შეადგენს. ფრენის ხანგრძლივობა 3 საათია.

flydubai -ის პირველი ავიახომალდის ჩამოფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელსაც დაესწრო ‘ტავ ჯორჯიას’ ხელმძღვანელობა, flydubai -ის აღმასრულებელი დელეგაცია და ეკიპაჟის წევრები.

ავიარეისის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ‘ტავ ჯორჯიას’ გენერალურმა მენეჯერმა ბ-მა მეთე ერქალმა აღნიშნა: „ დუბაი-თბილისის პირდაპირი რეისი არა მარტო სავაჭრო-კომერციულ კავშირს გაამყარებს ორ ქვეყანას შორის, არამედ ქართველ მგზავრებს შესაძლებლობას გაუზრდის იმოგზაურონ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიმართულებით. ქართულ ავიაბაზარზე ყოველი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რასაც ტავ ჯორჯიას ყოველთვის სიხარულით მიესალმება. კეთილი იყოს flydubai შემოსვლა საქართველოში! ”

2008 წელს დუბაიში დაფუძნებული flydubai მსოფლიოში ყველაზე მზარდ ავიაკომპანიად გადაიქცა და დღეისათვის მსოფლიოს 47 მიმართულებით დაფრინავს.

 

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467