"ეგეოსის ავიახაზებმა" თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

"ეგეოსის ავიახაზებმა" თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა


„ეგეოსის ავიახაზებმა“ თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, კიდევ ერთ ევროპულ ავიაკომპანიას უმასპინძლა. 11 ივნისს, დილის 04:25 საათზე უმსხვილესმა ბერძნულმა ავიაგადამზიდმა „ეგეოსის ავიახაზებმა“ თბილისში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა.

„ეგეოსის ავიახაზები“ ათენიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს, კვირაში 2- ჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან, ეარბას 320-ის ტიპი თვითმფრინავით შეს
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საბერძნეთში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად,“ეგეოსის ავიახაზებმა“ მაინც გადაწყვიტა ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლა.
დარწმუნებული ვარ, რომ რეგულარული რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით ძალაინ გაახარებს იმ ათასობით ქართველს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ და მუშაობენ საბერძნეთში. ვიმედოვნებთ, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეისით ბერძენი ტურისტებიც აქტიურად დაინტერესდებიან .“ განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
„ეგეოსის ავიახაზები“, რომლის ავიაპარკი 29 თანამედროვე ავიაგადამზიდისგან შედგება, მგზავრებს საბერძნეთის დედაქალაქიდან 15 ადგილობრივ და 21-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს, ევროპასა და აზიაში.
2012 წელი „ტავ ჯორჯიამ“ წარმატებით დაიწყო. თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიოში საუკეთესო, 5 ვარსკვლავიან ავიაკომპანიას „ყატარის ავიახაზებს“ უმასპინძლა. აპრილიდან ტალინი-თბილისის მიმართულებით, რეგულარულ რეისებს ასრულებს ესტონეთის ნაციონალური გადამზიდი „ესტონეთის ავიახაზები.“ ქართულ ავიაბაზარზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში „ეგეოსის ავიახაზების “ გარდა,იტალიის უმსხვილესი ავიაგადამზიდის - „ალიტალიას“ შემოსვლაც იგეგმება.

 

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467