პირდაპირი რეისი პეკინსა და თბილისს შორის

პირდაპირი რეისი პეკინსა და თბილისს შორის

23 სექტემბერს China Southern Airlines პეკინი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. ჩინური ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, ბოინგ B737-B738 და B752 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა ქალაქ ურუმჩის გავლით განხორციელდება. ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ამ დრომდე China Southern Airlines ავიარეისებს თბილისი - ურუმჩი - ლანჟოუს მიმართულებით ასრულებდა. პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღონისძიებას, ჩინეთის ელჩი საქართველოში, China Southern Airlines -ის, საქაერონავიგაციის, აეროპორტების გაერთიანებისა და ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines 1988 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 35 ქვეყანაში, 193 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. China Southern Airlines ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467