პირდაპირი რეისები ჩინეთის მიმართულებით კვირაში სამჯერ...

პირდაპირი რეისები ჩინეთის მიმართულებით კვირაში სამჯერ...

ჩინურ ავიაკომპანია China Southern Airlines ახორციელებს პირდაპირ რეისს ურუმჩი - თბილისი - ურუმჩი კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. რეისები სრულდება ‘ბოინგ 737’, ‘ბოინგ 757’, და ‘ეარბას 330’-ის ტიპის თვითმფრინავებით. ავიაკომპანია China Southern Airlines არის ერთ-ერთი უდიდესი ავიაგადამზიდავი არამარტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მასშტაბით, არამედ ითვლება მსოფლიოს რიგით მეხუთე ავია კომპანიად შიდა ფრენების მიხედვით. გააჩნია 121 მიმართულება მსოფლიოს 65 ქვეყანაში და 422 თვითმფრინავისგან შემდგარი ავია პარკი. 2010 წელს China Southern Airlines -მა გადაიყვანა 76.5 მილიონი მგზავრი შიდა და საერთაშორისო რეისებზე.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467