თბილისის აეროპორტში რეისებს ერაყული ავიაკომპანია Al Naser Airlines შეასრულებს

კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია, რომელიც ზაფხულის სეზონის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ რეიებს შეასრულებს. ერაყული Al Naser Airlines-სი თბილისიდან ერთდროულად სამი მიმართულებით იფრენს. ნაჯაფი-თბილისის, ბასრა-თბილისისა და ბაღდადი-თბილისის მიმართულებით რეისები, კვირაში 5-ჯერ დღის საათებში შესრულდება და მგზავრებს MD-82 ტიპის ავიახომალდი მოემსახურება. პირველი რეისი ნაჯაფიდან გუშინ საღამოს ჩამოფრინდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორში ავიაკომპანიის მენეჯმენტი ჩამოიყვანა. დღეს 11 საათზე ავიაკომპანია რეისს კიდევ ერთი ახალი, თბილისი-ბასრას მიმართულებით შეასრულებს. Al Naser Airlines-სი ახლად შექმნილი ავიაკომპანიაა და ის ერაყის ისტორიაში, პირველ კერძო ავიაკომპანიას წარმოადგენს. Al Naser Airlines-სი ახორციელებს როგორც ადგილობრივ რეისებს ერაყის ტერიტორიაზე, ასევე საერთაშორისო ფრენებს არაბული ქვეყნებისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ზემოთ აღნიშნული ავიაკომპანიის გარდა, თბილისის აეროპორტში რეგულარული ფრენები დაიწყო უკრაინულმა Aironix Airlines-მა და ებრაულმა Israir Airlines-მა.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467