ახალი უკრაინული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

2014 წლის 4 აგვისტოდან, უკრაინული ავიაგადამზიდი YANAIR-ი კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ფრენები კიევის მიმართულებით კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას Boeing 737 -ის ტიპის ბორტით შესრულდება. „მოხარულები ვართ, რომ თბილისი მიმართულებით ახალი უკრაინული ავიაკომპანია - YANAIR-ი შეასრულებს რეგულარულ რეისებს. ამიერიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს საშუალება ეძლევათ კიევის ორივე, ბორისპოლის და ჟულიანის აეროპორტში იფრინონ. თითოეული ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ქართულ ავიაბაზარზე, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში ტურისტული და საავიაციო სექტორი. - განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინული ავიაგადამზიდი რეგულარულ რეისებს YANAIR-ი კვირაში ორჯერ, კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ასრულებს. უკრაინული YANAIR-ი 2012 წელს დაფუძნდა, ავიაკომპანიამ რეგულარული და ჩარტერული რეისების შესრულება 2013 წლიდან დაიწყო. ამჟამად, YANAIR-ი რეგულარულ რეისებს ოდესის და ბათუმის მიმართულებით ასრულებს, ხოლო ჩარტერები სეზონურად, ჩერნოგორისს და ბულგარეთის მიმართულებით სრულდება.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467