თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა “ესტონეთის ავიახაზების” პირველ რეისს უმასპინძლა

2012 წლის 9 აპრილს, ესტონეთის ნაციონალურმა გადამზიდმა, ტალინი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. საზეიმო რეისი თბილისში დილის 04:05-ზე ჩამოფრინდა. ესტონეთში ავიარეისები კვირაში ოთხჯერ, “CRJ”-ის ტიპის თვითმფრინავით შესრულდება და ორი გზის ბილეთის ფასი, 228 ევრო იქნება. ავიაკომპანია მგზავრებს, კომფორტულ და უსაფრთხო ფრენას სთავაზობს. “ტავ ჯორჯიას” გენერალურმა მენეჯერმა, მეთე ერქალმა განაცხადა: “დღეს ჩვენ სიხარულით მივესალმებით “ესტონეთის ავიახაზების” პირველ რეისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ გვჯერა, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ესტონეთსა და საქართველოს შორის, ორ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს. ჩვენი ბიზნეს პარტნიორების სიაში “ესტონეთის ავიახაზების” დამატებით, თბილისის აეროპორტის მგზავრები უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ.” “ესტონეთის ავიახაზები”, რომლის თანამედროვე ავიაპარკი 11 თვითმფრინავს მოიცავს, ტალინში ჩასულ მგზავრებს ევროპის წამყვან ქალაქებთან: ამსტერდამთან, ბარსელონასთან, ბრიუსელთან, კოპენჰაგენთან, ჰანოვერთან, ჰელსინკთან, ლონდონთან, მილანთან, ნიცასთან, ოსლოსთან, პარიზთან, რიგასთან, სტოკჰოლმთან, ვენასა და ტარტუსთან დასაკავშირებლად, საუკეთესო ტარიფებს სთავაზობს. “ესტონეთის ავიახაზებს” მჭიდრო კავშირი აქვს სკანდინავიის ავიახაზების სისტემასთან (SAS). ავიაკომპანია რეგულარულად დაფრინავს SAS-ის ჰაბებში, კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში. “ესტონეთის ავიახაზები” ამაყობს “კარგად დაკავშირებული SAS-თან” სტატუსით. მისი ერთგული მომხმარებლები კი სისტემატურად სარგებლობენ SAS-ის ევრო ბონუს სქემით. დღემდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები ესტონეთში, მესამე ქვეყნის გავლით, ტრანზიტული რეისით დაფრინავდნენ. 2012 წელი “ტავ ჯორჯიამ” წარმატებით დაიწყო. თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიოში საუკეთესო, 5 ვარსკვლავიან ავიაკომპანიას “ყატარის ავიახაზებს” უმასპინძლა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში “ესტონეთის ავიახაზების” გარდა ქართულ ავიაბაზარზე, იტალიის უმსხვილესი ავიაგადამზიდის A”ალიტალიას” და Aბერძნული ავიაკომპანიის „ეიჯეან ეარლაინსის” შემოსვლაც იგეგმება.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467