Brewmark

„ბრუმარკის“ ბარი მსოფლიოს საუკეთესო და კარგად ცნობილი როგორც
ჩამოსასხმელი, ასევე ბოთლის ლუდის სახეობების ფართო ასორტიმენტს
გთავაზობთ. ამას გარდა, აქ წარმოდგენილი კოქტეილების ჩამონათვალი,
რომელიც დიდი რუდუნებით არის შერჩეული, გთავაზობთ ყველა თქვენთვის
უკვე ნაცნობ და საყვარელ კოქტეილს და აგრეთვე ახალ და უკვე ტრენდულ
სასმელებს. ეს დახვეწილი ასორტიმენტი ჩვენი გუნდის წევრების
კოქტეილების დამზადებაში დახელოვნებასა და გამოცდილებაზეც შეგიქმნით
წარმოდგენას. აქ მთავარი თქვენი სიამოვნება და დასვენებაა და არა
მირთმეული სასმელის რაოდენობა, ხოლო პაბის სტილში შერჩეული მენიუ
თავისი მსუბუქი და ამავდროულად ძალების აღმდგენი საჭმელებით ამ
ყველაფერთან ერთად მშვენიერ ტანდემს ქმნის, რაც ბარს ტურისტებისთვის
საყვარელ ადგილად აქცევს. „ბრუმარკში“ თქვენ შეგიძლიათ ბარის დახლთან
მოკალათებულმა მიირთვათ თქვენთვის მორთმეული სასმელი ან
მაგიდასთან მჯდომმა ისიამოვნოთ სასმელითა და ახლად მომზადებული
წასახემსებელი თუ ნოყიერი საკვებით, რომელსაც ჩვენი მრავალფეროვანი
მენიუ გთავაზობთ. ქათმის ფრთები თუ ბურგერი, ორაგული თუ სალათი და
ვინ მოთვლის, კიდევ რა - ეს ხომ ის ბარია, რომელსაც ყველანაირი გემოვნების
ადამიანები ენდობიან და რომელშიც „ყოველთვის არის რაღაც ყველასთვის“.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467