თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

12 ივლისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის 24 საათიან რეჟიმს უბრუნდება. აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით და საერთაშორისო სტანდარების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ავიაკომპანიაები და მგზავრები უკვე დღის საათებშიც ისარგებლებენ. რეაბილიტირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, დღეს ოფიციალურად პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობამ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერონავიგაციის ხელმძღვანელებმა, საზეიმო ვითარებაში გახსნეს. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროექტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა „ტავ ჯორჯიას“, „ტავ კონსტრაქშენს“, აეროპორტების გაერთიანებას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერონავიგაციას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე სამიმოსვლო ბილიკ „ალფას“ ხელოვნური საფარის რეაბილიტაცია განხორციელდა. 2016 წლის 1 მარტიდან სამუშაოები ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე (3120 მ.) დაიწყო, რაც ასფალტის სამი ახალი ფენის გადაგებასა და მარკირებას ითვალისწინებდა. ასევე სრულად რეაბილიტირდა სამიმოსვლო ბილიკები.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467