ავიაკომპანია Air Astana თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

19 ივნისიდან, ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana-მ ალმათი- თბილისის მიმართულებით, მე-4 სიხშირე დაამატა. რეისი ყოველ სამშაბათს 97 ადგილიანი, ემბრაერ 190 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება, ეკონომ კლასის ორი გზის ბილეთის ღირებულება კი 266 ევროდან დაიწყება. თბილისი-ალმათის მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 3 საათსა და 35 წუთს შეადგენს.
„ის ფაქტი, რომ Air Astana-მ მე-4 სიხშირე დაამატა, იმაზე მეტყველებს, რომ ალმათი-თბილისის მიმართულება, მგზავრებში საკმაოდ პოპულარულია. დარწმუნებული ვართ, რომ რეგულარული რეისები ყაზახეთსა და საქართველოს შორის, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.“ - განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, მეთე ერქალმა.
„დროის მოკლე პერიოდში, თბილისი-ალმათის რეისმა ძალიან დიდი ინტერესი მოიპოვა ჩვენს მომხმარებელში, რასაც გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაც ადასტურებს. თავისი უნიკალური არქიტექტურით, თვალწარმტაცი ბუნებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი, საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად იქცა ყაზახეთისა და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თბილისი-ალმათის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს უკვე, Skytrax -ის მიერ მონიჭებულ 4 ვარსკვლავიან მომსახურებას გავუწევთ „-განაცხადა Air Astana-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ვიცე პრეზიდენტმა იბრაჰიმ კანლიელმა.
ავიაკომპანია Air Astana- მ თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელება 2011 წლის 2 ივნისიდან დაიწყო და თავდაპირველად, ფრენას ალმათი-თბილისის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ახორციელებდა. 1 წლის განმავლობაში ავიაკომპანია, დაახლოებით 20.000-მდე მგზავრს მოემსახურა.

 

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467