"ტავ ჯორჯია" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დამატებით 65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით, 65 მილიონ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 22 თვიანი სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრული რეაბილიტაცია და გაგრძელება-გაფართოება იგეგმება. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობაზე “ტავ ჯორჯია“ 700 ადამიანს დაასაქმებს, აქედან 99% ადგილობრივი იქნება. „საქართველო კავკასიის რეგიონის უპირობო ლიდერია სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ახლა კი მას რეალური შენსი აქვს გახდეს უმნიშვნელოვანესი საავიაციო ჰაბი რეგიონში. ჩვენ გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოდ საქართველოს ავიაციის განვითარებაში და საკუთარი გამოცდილება თქვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მოვახმაროთ. F კოდის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე წამყვან აეროპორტს აქვს, მათ შორის ლონდონის ჰითროუს და ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტებს. ჩვენ გულწრფელად გვიხარია, რომ პირველი ასეთი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მთელს ამიერკავკასიაში, სწორედ საქართველოში იქნება. მე მჯერა, რომ ამ პროექტის განხორციელება დიდ სარგებელს და წინსვლას მოუტანს ქართულ ავიაციას“- განაცხადა „ტავ აეროპორტების“ პრეზიდენტმა სანი შენერმა. „ტავ ჯორჯია“ მორიგ, უპრეცედენტო ინვესტიციას განახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 2 წელიწადზე ნაკლებ დროში (22 თვე), თბილისის აეროპორტის ახალი ასაფრენ- დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და გაგრძელება-გაფართოება ICAO-ს ყველა სტანდარტისა და რეგულირების დაცვით მოხდება.“- დაამატა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა. პირველად ამიერკავკასიაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს F კოდი მიენიჭება. ეს ნიშნავს, რომ თბილისის აეროპორტი შეუზღუდავად, ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი Boing 748-8F, Airbus A380-800, Antonov 225 და Antonov 124-ისა. 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების სანაცვლოდ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის, ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება „ტავ ჯორჯიასა“ და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმდა.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467