TAV Operations Services ხელს აწერს ხელშეკრულებას „საქართველოს ბანკთან“ “primeclass” დარბაზისა და “primeclass” CIP Service მომსახურებაზე

TAV Operations Services-მა და „საქართველოს ბანკმა“ (BoG) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას TAV Airports Holding-ის მიერ მართულ თბილისის აეროპორტის “primeclass” დარბაზით სარგებლობის თაობაზე. საზეიმო ცერემონია გაიმართა ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავად, რომელიც ჩვენი პრესტიჟული “primeclass” დარბაზისა და “primeclass” CIP Service მომსახურების კარს გაუღებს საქართველოს წამყვანი ბანკის გამორჩეულ კლიენტებს

ქვეყნის წამყვანმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა“ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას TAV Operations Services-თან ერთობლივი „ერთგულების ბარათის“ გამოშვებაზე, რომელიც მოიცავს “primeclass” დარბაზის პრივილეგიების მინიჭებას მისი კლიენტებისათვის თბილისის აეროპორტში, რომლის მმართველია TAV Airports-ი, ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს ორი დამოუკიდებელი ერთგულების ბარათი “primeclass” დარბაზითა და “primeclass” CIP Service მომსახურებით სარგებლობისთვის, რომლებსაც „საქართველოს ბანკი“ შექმნის გამორჩეული კორპორატიული და ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის. TAV Operations Services-ისა და „საქართველოს ბანკის“ მიერ გამართულ ხელმოწერის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ TAV Operations Services-ის გენერალური მენეჯერი ედა ბილდირიჯიოღლუ, „ტავ საქართველოს“ გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი, TAV Operations Services-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ბორა ისბულანი და „საქართველოს ბანკის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე.

TAV Operations Services-ის გენერალურმა მენეჯერმა ედა ბილდირიჯიოღლუმ ცერემონიაზე წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც აღნიშნა: „დღეს მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას TAV Operations Services-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის „საქართველოს ბანკის“ პრესტიჟული საკრედიტო ბარათების პროგრამის შეღავათების გაზიარების თაობაზე. ამ შეღავათებს დაემატება პრივილეგიები, რომლებით სარგებლობაც შესაძლებელი იქნება თბილისის აეროპორტში, რომლის მმართველია TAV Operations Services, რომელიც TAV Airports Holding-ის არასაავიაციო სექტორში მიღებული შემოსავლების შექმნაზეა პასუხისმგებელი. ბოლო დროს ჩვენ ვმუშაობთ „ერთგულების პროგრამებზე“, რომელთა ფოკუსიც მიმართულია იქითკენ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ იმის შესახებ, თუ როგორია მგზავრების დამოკიდებულება და მათი მოლოდინი, რათა დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები და შევინარჩუნოთ უფრო მეტი კონტინგენტი. მე ღრმად მწამს, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიც აღვნიშნე, ნათლად გვიჩვენებენ, რომ ჩვენი კომპანიების სტრატეგიები ერთმანეთს ემთხვევა. ასეთი ერთობლივი პროექტის ინიცირებით ჩვენ ახალ თავს ვწერთ გამორჩეული მომსახურების კიდევ უფრო გაფართოების წიგნში, რომელიც ჩვენ შევქმენით აეროპორტში რეკლამირებასა და ლიზინგში“.

ხელშეკრულების ფარგლებში “primeclass” დარბაზს, რომელიც TAV Airports Holding-ის მიერ მართულ თბილისის აეროპორტში 80 სტუმარს უწევს მომსახურებას, დაემატება ექსკლუზიური ადგილი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ 60 გამორჩეული მომხმარებელს მიიღებს. გარდა ამისა, ცალკე შეიქმნება ორი „ერთგულების ბარათი“ „საქართველოს ბანკის“ ლოგოთი და „ტავ საქართველოს“ დარბაზის ბარათი. „საქართველოს ბანკის“ ბარათის მფლობელები ყოველწლიურად ისარგებლებენ გაფრენისა და მოფრენის CIP მომსახურებებით და სპეციალური დარბაზის მომსახურებით. SOLO კლიენტები შეძლებენ ისარგებლონ დარბაზის უფასო პრივილეგიებით 6 წლამდე ორი ბავშვისთვის და სპეციალური ფასებით სტუმრებისთვის.

 

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467