ბარგის

ბარგის

მგზავრის ბარგი, გარდა  ხელბარგისა, ექვემდებარება რეგისტრაციას. მისი დასაშვები გაბარიტები (ზომები) და წონა დამოკიდებულია რეისის მიმართულებაზე, ბილეთის კატეგორიასა და გადამზიდავ ავიაკომპანიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ბარგის წონა აღემატება ბარგის უფასოდ გადაზიდვის დაშვებულ ნორმებს, მგზავრს, შესაძლოა, დაეკისროს დამატებითი საფასურის გადახდა ავიაკომpანიისთვის, ყოველ გადაცილებულ კილოგრამზე.

მგზავრობის წინ, სასურველია, მგზავრმა გადამზიდავი ავიაკომპaნიისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია ბარგის დასაშვები წონისა და სხვა დეტალების შესახებ, ასევე, ხელბარგის დასაშვები გაბარიტებისა და წონის შესახებ.

საერთაშორისო  გადაზიდვების დროს, დადგენილია უფასო გადაზიდვის შემდეგი ნორმები:
I კლასი –  40კგ. ერთ  მგზავრზე
ბიზნესკლასი  – 30კგ. ერთ  მგზავრზე
ეკონომკლასი  – 20 კგ. ერთ  მგზავრზე

ტრანსატლანტიკური რეისები:
ეკონომკლასი - 23 კგ. ერთ  მგზავრზე
ბიზნესკლასი  -  32 კგ. ერთ  მგზავრზე

 

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467