უსაფრთხოების კონტროლი

უსაფრთხოების კონტროლი

რეისის წინ მგზავრების მიერ გასათვალისწინებელი
ძირითადი მოთხოვნები  

  • ბილეთის შეძენისას, არ დაგავიწყდეთ, იკითხოთ, რეისამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მობრძანდეთ აეროპორტში;
  • თქვენივე უსაფრთხოებისთვის, გირჩევთ, თავადვე ჩაალაგოთ საკუთარი ბარგი და არავის გამოართვათ რაიმე საგანი ან შეფუთული პაკეტი სხვისთვის გადასაცემად;
  • დანიშნულების ადგილისა და დასატოვებელი ქვეყნის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შესაბამისი ავიაკომპანიისგან;

თქვენი უსაფრთხოებისთვის:

თვალი არ მოაცილოთ თქვენს ჩანთებსა და ნივთებს. სულ მცირე ხნითაც კი, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ  საკუთარ ბარგს. გახსოვდეთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები დაუყოვნებლივ განახორციელებენ უყურადღებოდ დატოვებული ბარგის კონფისკაცია/განადგურებას.

არასოდეს გამოართვათ რაიმე შეფუთული პაკეტი უცნობ პირებს.

არასოდეს იხუმროთ, თითქოს იარაღი ან ბომბი გაქვთ და ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებთ! გახსოვდეთ, ამგვარმა განცხადებებმა, შესაძლოა, გაუგებრობა გამოიწვიოს და გარკვეული პრობლემები შექმნას.

საგნები, რომლის ხელბარგში მოთავსება აკრძალულია
1. საბრძოლო საშუალება & ცეცხლსასროლი იარაღი:
ნებისმიერი კალიბრის მქონე იარაღი
ნებისმიერი ფილთა/საფანტის თოფი და ტყვიამფრქვევი
ყალბი ცეცხსლსასროლი იარაღი ან სათამაშო საბრძოლო საშუალებები
პნევმატური თოფი
სათამაშო თოფი
შენიღბული იარაღი (მაგ.: ჯიბის დანა)
სასტარტო პისტოლეტი
იარაღის ნაწილები (გარდა ტელესკოპური სამიზნე დაფებისა ან სამიზნე დაფებისა)
იარაღი მრგვალი პლასტმასის ან მეტალის ტყვიებით
თოფი ზუსტი სამიზნით
ჭურვმტყორცნი და შურდული
ელექტროშოკის მოწყობილობა
იარაღის ფორმის სანთებელა
ქარხნული წარმოების ჭანჭიკი, ლურსმანი და ჰარპუნის სასროლი იარაღი
მშვილდი და ისრები
ჰარპუნის სასროლი იარაღი
დასაძინებელი ინექციის მოწყობილობა ცხოველებისთვის
საღებავის გამომტყორცნი იარაღები
პისტოლეტები და კაფსულები

2. ბასრი პირის მქონე იარაღები და საგნები:
ნებისმიერი სახის ნაჯახი
ისრები და შუბები
ლახვარი, შუბი , ჰარპუნი
კაუჭი
ყინულმჭრელი
დასაკეპი, დასაჭრელი მოწყობილობა
გამშვები მექანიზმი
კავი
ხანჯალი
დასაკეცი (ფიქსატორიანი)დანა
ხმლის პირი, ხმალი, ხიშტი
ბასრპირიანი და წვეტიანი დანები
მყვინთავის აღჭურვილობა (ჟანგბადის მილი, მყვინთავის დანა)
მაკრატელი 
ყინულმჭრელი
სამართებელი და საპარსის პირები
მეტალის საჭრელი
ნემსები
ჯიბის დანა
კორპსაძრობი
მთამსვლელის აღჭურვილობა (საფხეკი, ჩაქუჩი, ალპინისტის ნაჯახი და სხვ.)
სათხილამურო, სასიარულო და საცოცი ჯოხები
ფრჩხილების ქლიბი
დაშნა
ქოლგა
დანა შესაცვლელი პირებით/საკანცელარიო დანა
ნებისმიერი საგანი, რაც გამოიყენება საბრძოლველად, თავდასხმისათვის ან თავდაცვისათვის (გრძელი ჯოხები, ხმლები, ტელესკოპიური ხელკეტები, კასტეტი, ხიშტი, ბუნიკიანი კვერთხი, მათრახი, გასაგუდი მავთული ან ჯაჭვი, შამფურის ჯოხები, ნუნჩაკი (აღმოსავლური სამხედრო იარაღი და სხვ.) )
ციგურები
ჯიბის დანები
სანადირო დანები
ყველა სახის ხუროს ხელსაწყო (ჩაქუჩი, სახრახნისი, დრელი, ხერხი და სხვ.)
ბასრი პირის მქონე სამედიცინო ხელსაწყოები (ლანცეტი, სკალპელი და სხვ.)
სუფრის მოწყობილობა (კოვზი, დანა, ჩანგალი)
ჰიპოდერმული ნემსები
ბატარეაზე მომუშავე ქანჩის ჩასახრახნი, დრელი და მისი შესაცვლელი თავები
ელექტრო ხერხი

3. ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები:
ფითილი და დეტონატორი
დინამიტი და მისი ყალბი ნიმუშები (იმიტაცია)
პიროტექნიკური საშუალებები (რეაქტიული იარაღი)
ხელყუმბარა და მისი ყალბი ნიმუშები (იმიტაცია)
პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება
ასაფეთქებელი ნივთიერების ყალბი ნიმუშები (იმიტაცია)
ნაღმი, დენთი და სხვა საბრძოლო საქონელი
საბრძოლო საშუალებები და ტექნიკა
აალებადი სითხეები (ბენზინი, ბენზოლი, დიზელი, ალკოჰოლი, ეთანოლი, გაზოილი და სხვ.)
პულივიზატორიანი საღებავები
გამხსნელი და სკიპიდარი
გაზი და გაზის ბალონები (ჟანგბადი, პროპანი, ბუტანი, აცეტონი)
სითხე და გაზი სანთებელასთვის
აალებადი საგნების ყალბი ნიმუშები (იმიტაცია)
ასანთი, რომელიც ინთება ყველა სახის ზედაპირზე
სასმელები 70%-იანი და მეტი ალკოჰოლის შემცველობით.

4. საგნები ბასრი პირის ან წამახვილებული დაბოლოების გარეშე
გოლფის ჯოხი
კრიკეტის ჯოხი
ბეისბოლოს ჯოხი
ჰოკიჯოხი
ნიჩბები (კანოე და სხვ.)
ხუნდები
ჩოგნები (ტენისი, სკვოში)
ლაკროსის ჯოხები
ნებისმიერი სახის კიი (ბილიარდი და სხვ.)
სკეითბორდი
სათევზაო აღჭურვილობა და სათევზაო ხელსაწყოები
ნებისმიერი სახის ხელკეტი ან ჯოხი
სათხილამურო აღჭურვილობა
თოკი, ტროსი
სერფინგის დაფა

5. ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები:
მჟავები და გალვანური ელემენტები
რადიოაქტიური მასალები
მშრალი ყინული (2კგ-ზე მეტი)
თვითაალებადი ნივთიერებები
ცეცხლმაქრები
ძაღლების დასაშინებელი ნივთიერება
საწამლავი
ნივთიერებები, რომლის საშუალებითაც გადადის ინფექცია და ქმნის ბიოლოგიურ საფრთხეს (სეპტიკური სისხლი, ბაქტერია და ვირუსები)
პულვიზატორიანი სითხეები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქმედუნარიანობისა და თავდაცვის შეზღუდვა (წიწაკის აეროზოლი, ცრემლსადენი გაზები, CN და CS გაზები, რომლებიც ბრელოკს გავს)
ქლორი და მათეთრებელი ნივთიერება
შეკუმშული გაზის ბალონები
სახეხი ნივთიერებები.

სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ
გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს:

  • თუ  უსაფრთხოებას განვიხილავთ როგორც ერთ მთლიან ჯაჭვს, ამ ჯაჭვის ყველაზე ძლიერი რგოლი იქნება ხალხი. ანუ თქვენ, ადამიანები, რომლებიც სარგებლობთ ავიაკომპანიების მომსახურებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ბარგი თავად არ ჩაგილაგებიათ ან იგი თქვენი მეთვალყურეობის გარეშე იქნა გადატანილი აეროპორტში, გირჩევთ, ამის შესახებ აცნობოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს;
  • გთხოვთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს აცნობოთ თქვენს მიერ შენიშნული ნებისმიერი საეჭვო ქმედების შესახებ უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების დროს, ტერმინალსა თუ თვითმფრინავში;
  • თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას თუ შენიშნავთ სალონში უპატრონოდ დატოვებულ ბარგს, მობილურ ტელეფონს ან რაიმე შეფუთულ პაკეტს, გთხოვთ, ამის შესახებ შეატყობინოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს;
  • რეგისტრაციის გავლის დროს არავის გამოართვათ რაიმე ბარგი ან შეფუთული პაკეტი წონის გადამეტების ან სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო;
  • გთხოვთ, დაეხმაროთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს, როცა ისინი გესაუბრებიან პროცედურების განხორციელების დროს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხდება;
  • გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს აეროპორტში ან თვითმფრინავში მომხდარი ნებისმიერი არასამართლებრივი ქმედება უარყოფითად აისახება ჩვენივე ქვეყნის იმიჯზე; 
  • ინფორმაცია იმ საგნების შესახებ, რომლის შეტანაც აკრძალულია თვითმფრინავსა თუ აეროპორტის სტერილურ ზონაში, შეგიძლიათ შეიტყოთ ავიაკომპანიებისაგან ან ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს.

 

როგორ დავზოგოთ დრო და თავიდან ავიცილოთ რიგში დგომა უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების დროს:
ა) საკუთარი რიგის მოლოდინში უსაფრთხოების შემოწმების პროცედურების გასავლელად, ნუ დაელოდებით უსაფრთხოების თანამშრომლების რეპლიკას და წინასწარ მოამზადეთ თქვენი ნივთები, როგორიცაა: მობილური ტელეფონი, საწერკალამი, ჯიბეში არსებული ხურდა ფული და ქურთუკი, პალტო, მოსასხამი და ქამარი, რენტგენის მოწყობილობაზე მოსათავსებლად. ეს საგრძნობლად დაზოგავს თქვენს დროს;
ბ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნებისმიერი სახის ბასრი პირის მქონე საგნის, აალებადი თუ ფეთქებადი ნივთიერების თვითმფრინავში შეტანა იკრძალება. ამდენად, თქვენ დაზოგავთ საკუთარ დროს, თუკი ნებისმიერ ზემოთაღნიშნული სახის საგანს, რომელიც შესაძლოა მოთავსებული იყოს თქვენს ბარგში, მანამ დადებთ სარეგისტრაციო დახლზე, სანამ უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტთან მიბრძანდებით;
გ) გთხოვთ, თქვენი ხელბარგი და ნებისმიერი ელექტრო/ელექტრონული მოწყობილობა ამოიღოთ მათთვის განკუთვნილი ჩანთებიდან თუ შალითებიდან და მოათავსოთ რენტგენის მანქანის ტრანსპორტიორის ლენტზე, რათა მოხდეს მათი ცალ-ცალკე ინდივიდუალური შემოწმება;
დ) ნუ დაელოდებით მორიგე უსაფრთხოების პერსონალის გაფრთხილებას, დაიკავეთ რიგი საკონტროლო პუნქტის წინ და პროცედურის გასავლელად მოემზადეთ იმგვარად, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი;
ე) ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზს, სანამ თქვენს წინ მდგომი პიროვნება არ მიიღებს გავლის ნებართვას შემოწმების პროცედურის დასრულების შემდეგ;
ვ) მეტალოდეტექტორის თაღში გავლისას საგანგაშო სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, შეამოწმეთ გაქვთ თუ არა თან რაიმე მეტალის საგანი და ხელახლა გაიარეთ თაღის ქვეშ;  თუ სიგნალი კვლავ ჩაირთო, იმოქმედეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლების მითითებების შესაბამისად;
ზ) იმ შემთხვევაში თუ თან გაქვთ ძვირფასი ნივთები, როგორიცაა ოქროს სამკაულები ან ფული, გთხოვთ, ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილოთ უსაფრთხოების სამსახურის პერსონალი, რათა მათ დახურულ კაბინაში უზრუნველყონ თქვენი პირადი ჩხრეკა;
თ) რენტგენის სხივი აზიანებს მხოლოდ პროფესიონალურ კინოფირს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფირი თქვენი ბარგის ნაწილია, მისი შემოწმება მოხდება არაავტომატიზირებული გზით,  რისთვისაც საჭიროა თან იქონიოთ რენტგენის სხივისაგან დამცავი სპეციალური მატერია (ტენტი); 
ი) უსაფრთხოების სისტემის მოწყობილობები სრულ შესაბამისობაშია  ჯანმრთელობის დაცვის ნორმებთან და საქართველოს ატომური ენერგიის კომისიის მიერ გაცემულ ნებართვასთან. მოწყობილობები მოწმდება რეგულარულად;
კ) ნუ მოითხოვთ უსაფრთხოების კონტროლის პროცედურისგან განთავისუფლებას; უსაფრთხოების კონტროლი უნდა გაიაროს უკლებლივ ყველამ;
ლ) აეროპორტში  იარაღით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, ყალბი და სათამაშო თოფებით და სხვ. შესვლა, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას არასამართლებრივი ქმედების ჩადენის მიზნით, აკრძალულია; თუ მსგავსი საგნები თან გაქვთ, აღნიშნულის შესახებ უნდა განაცხადოთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში.

ბავშვიანი მგზავრები

აეროპორტებში მგზავრებისა და მათი ნათესავებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა პიროვნებამ ასაკის მიუხედავად, უნდა გაიაროს უსაფრთხოების კონტროლის პროცედურები. 
ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დახმარებას გაუწევს ოჯახებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად მგზავრობენ და საგრძნობლად დაზოგავს მათ დროს უსაფრთხოების კონტროლის პუნქტებში.  

რენტგენული შემოწმების დროს გასათვალისწინებელი საკითხები:

  • ყველანაირი ბარგი/ხელბარგი და ლეპტოპები მათ შორის ისიც, რომელიც თქვენს ბავშვებს ეკუთვნის, მოწმდება რენტგენული მოწყობილობის საშუალებით. ბავშვების ეტლები, ღამის ქოთნები, სკამები და სხვა მსგავსი საგნები, თუ ის არ აღემატება სტანდარტულ ზომას, ასევე მოწმდება ზემოაღნიშნული მოწყობილობის საშუალებით.

გვინდა შეგახსენოთ, რომ:

  • უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტთან მისვლის შემდეგ თქვენი ბავშვების ჯიბეებში არსებული ყველა ნივთი რენტგენული მოწყობილობის საშუალებით შემოწმების მიზნით უნდა მოათავსოთ პლასტმასის სპეციალურ ღია ყუთში, რომლითაც ადგილზე უზრუნველგყოფენ;
  • უსაფრთხოების თანამშრობლების მიერ ხელით მოწმდება ის საგნები, რომელთა რენტგენული მოწყობილობის საშუალებით შემოწმება ვერ ხერხდება მათი დიდი ზომის გამო; აღნიშნული პროცედურა სრულდება მაქსიმალური სიფრთხილით, რათა თავიდან იქნას აცილებული თქვენი ნივთების დაზიანება;

        მეტალოდეტექტორი:

  • მეტალოდეტექტორის თაღში უნდა გატარდეს ყველა ნივთი, როგორიცაა საბავშვო ეტლი თუ აკვანი, რათა უსაფრთხოების პერსონალმა შეძლოს უსაფრთხოების კონტროლის პროცედურის ყურადღებით და სიზუსტით  განხორციელება;
  • ზემოაღნიშნული პროცედურის განხორციელების დროს ნუ სთხოვთ მესამე მხარეს (თქვენს წინ ან უკან მდგომ მგზავრს) ყურადღება მიაქციოს თქვენს ბავშვს;
  • ადამიანები, რომლებიც ბავშვებთან ერთად მგზავრობენ (მაგრამ კომპანიონის გარეშე) და შესაძლოა დახმარების შემოთავაზება მიიღონ სხვა მგზავრებისგან, მნიშვნელოვნად დაეხმარებიან უსაფრთხოების პერსონალს, თუ აღნიშნულ სიტუაციაში გაითვალისწინებენ ამ უკანასკნელთა მითითებებს;
  • უსაფრთხოების პერსონალმა შესაძლოა დახმარება გთხოვოთ უსაფრთხოების კონტროლის პროცედურის განხორციელების დროს, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ.    

 

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467