ღირსშესანიშნაობები

ღირსშესანიშნაობები

თბილისი დაარსდა მე–5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ (ქართლის მეფე) და დედაქალაქად ჩვ.წ. მე–6 სააკუნიდან მოიხსენიება. თბილისი საქართველოს და კავკასიის მნიშვნელოვანი ინდუტრიულ, სოციალურ და კულტურული ცენტრია.

თბილისის საინტერესო ადგილებს შორის, შეგიძლიათ, ნახოთ:

ძველი თბილისი - ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანი-ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან-ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატია.

ანჩისხატის ეკლესია- აშენებული მე–5 და მე–6 საუკუნეებში, განლაგებულია ძველ თბილისში. არის სამ–ნავიანი ბაზილიკა. სიონის საკათედრო ტაძარი - თავიდან იყო აშენებული მე–6 და მე–7 საუკუნეებში. მას მერე, იგი რამდენიმეჯერ იყო დანგრეული უცხოელი დამპყრობლების მიერ და რეკონსტრუირებული ქართველების მიერ. ახლადელი ეკლესია განახლებულ იქნა მე–13 საუკუნეში და, გარკვეული ცვლილებებით, მე–17 და მე–19 საუკუნეებში.

ნარიყალას ციხე–სიმაგრე- არსებობს მე–4 საუკუნის შუა წლებიდან. იგი იყო ოკუპირებული ირანელების, ჩრდილოეთ კავკასიელების, ბიზანტიელების და არაბი დამპყრობლების მიერ. სამეფო ტახტი აგრეთვე განლაგებული იყო აქ. წმ. ნიკოლოზის ეკლესია აშენებული ციხე–სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე მე–13 საუკუნეში. იგი განახლებული იქნა მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში.

მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია - აშენებულია მე–5 საუკუნეში და განახლებულია მე–13 საუკუნეში. აქ სამეფო ტახტიც იყო განლაგებული, ნარიყალაში გადასვლამდე. მეტეხი წარმოადგენს ცენტრულ–გუმბათოვანი ეკლესიას.

სამების საკათედრო ტაძარი- "ათასწლეულის შენობაა", სამება არის ყველაზე დიდი მართლმადიდებური საკათედრო ტაძარი საქართველოში და ამიერკავკასიაში. იგი წარმოადგენს ჯვარ–გუმბათოვანი და ცენტრულ–გუმბათოვანი ეკლესიების ნაერთს. მისი სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.

მამა დავითის ეკლესია / მთაწმინდა- ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია, რომელიც მოვიდა VI ს-ში და განამტკიცა ქრისტიანობა. ეკლესია აშენდა VI ს-ში. დღეისათვის ამ ტერიტორიაზე არის ასევე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

თბილისის ეროვნული მუზეუმი– სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, სადაც ინახება ქართული კულტურული მემკვიდერეობის განძი. აქ ინახება დმანისის გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადამიანის თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელიც 1.8 მილიონი წლისაა.

ეთნოგრაფიული მუზეუმი – მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ყველა კუთხის სახლები, ოდები და კოშკები.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467