ისტორია

ისტორია

„ტავ აეროპორტები“ ავიაციის დარგში წარმატების ისტორიის სინონიმია, რომელიც თავისი გამოცდილებით, კრეატიულობითა და ნოუ-ჰაუთი დაიწერა.

კომპანიის ისტორია სათავეს 1997 წლიდან იღებს, როდესაც სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის განვითარებისა და მართვის მიზნით, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი BOT-პროექტი შეიქმნა. ეს აეროპორტი, რომელიც თურქეთის თანამედროვე სახეს წარმოადგენს, ასევე იქცა პირველ კონკრეტულ ნაბიჯად „ტავის“ წარმატების ისტორიაში.      
„ტავის“ გლობალური მნიშვნელობის ბრენდად ჩამოყალიბება აეროპორტების ოპერირების საქმეში კომპანიის უახლესმა ნოუ-ჰაუმ, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანურმა რესურსებმა და მოწინავე ტექნოლოგიებმა განაპირობa. 2006 წლის რესტრუქტურიზაციის კვალდაკვალ, კომპანიის მიზნების შესაბამისად, დაიწყო საოპერაციო და სამშენებლო საქმიანობის რეორგანიზება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა TAV Airports Holding და TAV Construction. რეორგანიზაციის შემდეგ, 2007 წლის თებერვალში, პირველად, „ტავ აეროპორტების“ (TAV Airports) აქციები საჯარო ვაჭრობაზე გავიდა. 2012 წლის მაისში „ტავ აეროპორტების“ უმსხვილესი აქციონერი Groupe ADP გახდა.

„ტავ ჯორჯია“ - ს შესახებ

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტი მოიცავდა ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, ბაქანის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკის გაუმჯობესებას, ასევე მიწისზედა მომსახურებისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობის შეძენას. ხოლო, რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის მთლიანად „ტავ ჯორჯიამ“ დააპროექტა და ააშენა. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით, „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. სწორედ ამიტომ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მაღალი ხარისხის მომსახურება ყველანაირ პირობას უქმნის მგზავრებს, რომ მათ თავი მაქსიამლურად უსაფრთხოდ, დაცულად და, რაც მთავარია, კომფორტულად იგრძნონ.

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467