“ტავ ჯორჯიამ“ ტურისტულ გამოფენა “ITB Berlin”-ში მიიღო მონაწილეობა

7-11 მარტის ჩათვლით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო-ტურისტულ გამოფენაზე საკუთარ სტენდი წელს მესამედ წარმოადგინა.
„ ITB Berlin ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. წელს ბერლინში საქართველოს კუთხე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ყოველდღიურად ჩვენ სტენდთან შეკრებილ დამთვალიერებლებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებებისა და სერვისების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ვაწვდიდით.“- განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ ადმინისტრაციის მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
ბერლინში საკუთარი კუთხით იყო წარმოდგენილი „ტავ აეროპორტების ჰოლდინგი“, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს თავისი შვილობილი კომპანიის, „ტავ ჯორჯიას“ საგამოფენო დახლის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ ერთი წამყვანი გამოფენაა, სადაც ქვეყნის წარდგენა და მრავალრიცხოვანი აუდიტორიისათვის გაცნობა ხდება. გამოფენაში მონაწილე კომპანიები ერთმანეთს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ახალ ტენდენციებს უზიარებენ და ერთმანეთში სარფიან გარიგებებს დებენ.
გასული წლის მსგავსად , „ტავ ჯორჯიამ“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებით რამდენიმე ავიაკომპანიის დაინტერესება წელსაც მოახერხა:
„5 დღის განმავლობაში არა ერთ ავიაკომპანიის და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს შევხვდით. განსაკუთრებული ინტერესი ქართული ავიაბაზრის მიმართ უნგრულმა დაბალტარიფიანმა ავიაკომპანია „Wizz Air“-მა და პოლონურმა “YES Airlines”-მა გამოიჩინეს, რომლებიც სავარაუდოდ რეისებს ბათუმის მიმართულებით შეასრულებენ.“ - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
წელს ITB Berlin-ზე 187 ქვეყნის 10,644 კომანია იყო წარმოდგენილი, რომლებმაც მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში არსებული ყველაზე საინტერესო და ხელსაყრელი პირობები, გამოფენაზე მისულ 113, 006-ზე მეტ დამთვალიერებელს გააცნეს.

 

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467