TAV Airports-ის კაპიტალის 38% წილი, მსოფლიოს ერთერთმა წამყვანმა აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ Aéroports de Paris Group-მა შეიძინა

TAV Airports-ის სააქციო კაპიტალის 38% Aéroports de Paris Group-მა 874 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა.
მიღწეული შეთანხმების შედეგად TAV Airports Holding - ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰამდი აქინი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი სანი შენერი თავიანთ თანამდებობებზე რჩებიან. მათი განცხადებით, Aéroports de Paris-ის შემოსვლასთან ერთად TAV Airports Holding-ის მენეჯმენტში ცვლილებები არ იგეგმება.
აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით „TAV Georgia-ს“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა განაცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ „ტავ ჰოლდინგი“, რომელიც 5 ქვეყანაში 12 აეროპორტს ფლობს, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს მსოფლიოში წამყვან აეროპორტების კომპანია Aéroports de Paris-სთან ერთად.“
TAV Airports-ის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სანი შენერმა აღნიშნა:
„ვფიქრობა, რომ ამ ორი გლობალური მნიშვნელობის მქონე სააეროპორტო ბრენდის თანამშრომლობა აეროპორტების შენებისა და მართვის საქმეში, ფართო და ექსტენსიურ ნოუ-ჰაუს გამოიღებს მსოფლიოში 180 მილიონი მგზავრის მომსახურებასა 37 აეროპორტის მართვაში .“
პიერ გრაფმა, Aéroports de Paris-ის თავმჯდომარემ და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: „ ტავ-თან პარტნიორობის გაფორმება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტიციაა Aéroports de Paris-ისთვის. ტავ-ის ყველა აეროპორტი ცოტა ხნის წინაა აშენებული, საუკეთესოა ხარისხის თვალსაზრისით და დიდი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარების კუთხით.“

 

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467