TAV Georgia-მ ITB Berlin 2023-ში მიიღო მონაწილეობა

TAV Georgia-მ ITB Berlin 2023-ში მიიღო მონაწილეობა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia მონაწილეობს მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენაში - ITB Berlin 2023.

ITB Berlinს, რომელიც 1966 წლიდან მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენას წარმოადგენს, წელს 5 500 მონაწილე ჰყავს 161 ქვეყნიდან. ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.