„თიბისი” კონცეპტის სივრცე
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, „თიბისი კონცეპტისა“ და Primeclass-ის თანამშრომლობის ფარგლებში, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე გაიხსნა, რომელიც „თიბისის“ Concept და დაგროვილი კაპიტალის მართვის (WM) მომხმარებლებს მოემსახურება. კონცეპტის სივრცე მგზავრებს საკვებისა და სასმელის მრავალფეროვან მენიუს, მცირე ბიბლიოთეკას, ჟურნალ-გაზეთებს, სწრაფ ინტერნეტს, ინფორმაციას ფრენებზე და სხვა შესაძლებლობებს სთავაზობს. ახალ სივრცეს ოპერირებას უწევს TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP-ის შვილობილი კომპანია, აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი TAV Operation Services-ი, რომელიც პრემიუმ მგზავრთა მომსახურებით 19 ქვეყნის 80-ზე მეტ ლაუნჯშია წარმოდგენილი.