ლაუნჯები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Primeclass-დარბაზი - გაფრენის ზონა.
მოსაცდელი დარბაზი, რომელიც განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩასხდომის დარბაზში, პასპორტის კონტროლის შემდეგ. დარბაზში ხორციელდება TAV “primeclass”-ის პირველი და ბიზნესკლასის მგზავრების სერვისი. მოსაცდელი დარბაზი, ხელოვნების მუზეუმის გარემოთი, ასევე იპყრობს ყურადღებას ისეთი კომფორტული პირობებით, როგორიცაა ღია ბუფეტი და სასმელების მდიდარი მენიუ, ტელევიზორი, წვდომა ინტერნეტთან, ყოველდღიური გაზეთები, ყოველკვირეული და ყოველთვიური ჟურნალები, მოსაწევი ადგილი, ეკრანები, ინფორმაციით ავიარეისების შესახებ. სტუმრებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ აღნიშნული სერვისის შეძენა. მომხმარებლებს, რომლებიც შეიძენენ დახვედრის მომსახურებას და მათ დამხვედრ პირებს, შეუძლიათ, ისარგებლონ მგზავრების სპეციალური მომსახურებით, რომელსაც სთავაზობს primeclass-ის პირველი და ბიზნესკლასის მგზავრების სერვისი, ჩამოსვლის დარბაზში განთავსებულ მოსაცდელ ოთახში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - “Primeclass” დარბაზი - მოფრენის ზონა.
დარბაზი “Primeclass” მგზავრებს სთავაზობს 24/7 მომსახურებას. მოფრენისას, ვიდრე მგზავრები ბარგს ელოდებიან, რომელიც მებარგულს დარბაზში მოაქვს მათთან, მგზავრისთვის გასავლელი ყველა პროცედურის შესრულებას უზრუნველყოფს CIP-ის აგენტი უშუალოდ დარბაზში. დამხვედრ სტუმრებს კი შეეძლებათ ისარგებლონ კერძო ავტოსადგომით და მგზავრის მოლოდინში ისიამოვნონ CIP დარბაზის მიერ შეთავაზებული გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელებით.
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467