ტრანსფერული და ტრანზიტული მგზავრი

ტრანსფერული და ტრანზიტული მგზავრი

ტრანსფერულად ითვლება მგზავრი, თუ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით მიემგზავრება სხვა მიმართულებით, იმავე, ან სხვა ავიაგადამზიდის საშუალებით, შესაბამისად, ამ დროს რეისის ნომერიც შეიცვლება.

თბილისის აეროპორტში ტრანსფერული მგზავრის კუთვნილი ბარგისთვის გამოყოფილია სპეციალური საცავი, სადაც რეგისტრაციამდე ინახება ტრანსფერული მგზავრის ბარგი.

მგზავრს არ დასჭირდება ბარგის ხელმეორედ რეგისტრაცია, თუ ბარგი გაფორმებულია გამგზავრების აეროპორტიდან საბოლოო დანიშნულების აეროპორტამდე. თუ თბილისის აეროპორტს წინასწარ აქვს ინფორმაცია ტრანსფერული მგზავრის შესახებ, მაშინ მგზავრი, საზღვრის გადაკვეთის გარეშე, მგზავრთა გადაზიდვების აგენტის დახმარებით, შესაძლებელია, მოხვდეს სატრანზიტო / ნეიტრალურ ზონაში, ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით (კაფე-ბარები, მაღაზიები ...) და უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ, მოემზადოს ჩასხდომისთვის.

ტრანზიტულად ითვლება მგზავრი, თუ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით მიემგზავრება სხვა მიმართულებით, იმავე ავიაგადამზიდის საშუალებით; ამ დროს არ იცვლება რეისის ნომერი. ტრანზიტულად მგზავრობისას, მგზავრი და მისი კუთვნილი ბარგი თვითმფრინავიდან გადმოსვლის / გადმოტვირთვის გარეშე აგრძელებენ გზას სხვა მიმართულებით.

თუ ტრანზიტულ აეროპორტში გაჩერების დრო საკმარისია, მაშინ, შესაძლოა, მგზავრებს დაურიგდეთ ტრანზიტული ჩასხდომის ბარათები და, სატრანზიტო / ნეიტრალურ ზონაში შესვლისას, ისინი ისარგებლებენ აეროპორტის სხვადასხვა მომსახურებით (კაფე-ბარები, მაღაზიები) და უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ, დაბრუნდებიან თვითმფრინავში.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467