ტრანსფერული და ტრანზიტული მგზავრი
ტრანსფერულად ითვლება მგზავრი, თუ ის თბილისის აეროპორტის გავლით მიემგზავრება სხვა მიმართულებით იმავე ან სხვა ავია გადამზიდავის საშუალებით, შესაბამისად, ამ დროს რეისის ნომერიც შეიცვლება.
თბილისის აეროპორტში ტრანსფერული მგზავრის კუთვნილი ბარგისთვის გამოყოფილია სპეციალური საცავი, სადაც რეგისტრაციამდე ინახება ტრანსფერული მგზავრის ბარგი.
მგზავრს არ დაჭირდება ბარგის ხელმეორედ რეგისტრაცია, თუ ბარგი გაფორმებულია გამგზავრების აეროპორტიდან საბოლოო დანიშნულების აეროპორტამდე. თუ თბილისის აეროპორტს წინასწარ გააჩნია ინფორმაცია ტრანსფერული მგზავრის შესახებ, მაშინ მგზავრი საზღვრის გადაკვეთის გარეშე მგზავრთა გადაზიდვების აგენტის დახმარებით შესაძლებელია მოხვდეს სატრანზიტო / ნეიტრალურ ზონაში, ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით (კაფე-ბარები, მაღაზიები ...) და უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ მოემზადოს თვითმფრინავში ჩასხდომისთვის.
ტრანზიტულად ითვლება მგზავრი, თუ ის თბილისის აეროპორტის გავლით მიემგზავრება სხვა მიმართულებით იმავე ავია გადამზიდავის საშუალებით; ამ დროს არ იცვლება რეისის ნომერი. ტრანზიტულად მგზავრობისას მგზავრი და მისი კუთვნილი ბარგი თვითმფრინავიდან გადმოსვლის / გადმოტვირთვის გარეშე აგრძელებენ გზას სხვა მიმართულებით.
თუ ტრანზიტულ აეროპორტში გაჩერების დრო საკმარისია, მაშინ შესაძლოა მგზავრებს დაურიგდეთ ტრანზიტული ჩასხდომის ბარათები და სატრანზიტო / ნეიტრალურ ზონაში შესვლისას ისინი ისარგებლებენ აეროპორტის სხვადასხვა მომსახურებით (კაფე-ბარები, მაღაზიები) და უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ დაბრუნდებიან თვითმფრინავში.
სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467