შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრები, რომლებიც სპეციალურ მომსახურებას საჭიროებენ

თუ აეროპორტში დახმარება გესაჭიროებათ, ამა თუ იმ სახის ფიზიკური უნარისა თუ მოძრაობის შეზღუდულობის შემთხვევაში, ყოველთვის წინასწარ უნდა დაჯავშნოთ დახმარება თქვენს ავიაკომპანიასთან, ან ტურისტულ სააგენტოსთან. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ, მზადყოფნაში გვქონდეს თქვენთვის საჭირო საშუალებები და მზად ვიყოთ თქვენთვის შესაფერისი დახმარების გასაწევად. 
ამისთვის, გთხოვთ, შეასრულოთ შემდეგი მარტივი ქმედებები:
საჭირო დახმარების დასაჯავშნად, თქვენი რეისის დაჯავშნისას, ან მგზავრობამდე, სულ მცირე, 48 საათით ადრე დაუკავშირდით თქვენს ავიაკომპანიას უშუალოდ, ან ტურისტული აგენტის მეშვეობით.
თუ აპირებთ საკუთარი დამხმარე გადაადგილების საშუალებით, მაგ. ეტლით ან სკუტერით სარგებლობას, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ავიაკომპანიას.  
თუ დახმარების დაჯავშნა წინასწარ ვერ შეძელით, მაშინ მიბრძანდით საინფორმაციო, ან სპეციალური დახმარების დახლთან, რომელიც გაფრენის ტერმინალის შესასვლელშია განთავსებული და აკრიფეთ შესაბამისი ნომერი პერსონალთან დასაკავშირებლად, რომელიც გაგიწევთ საჭირო დახმარებას. ასევე, შეგიძლიათ მიბრძანდეთ პირდაპირ სარეგისტრაციო დახლთან და მიიღოთ აღნიშნული დახმარება. 
მგზავრობის დროს თქვენთვის დახმარების გაწევა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დაგჭირდებათ.
თუ სპეციალური დახმარება გაქვთ დაჯავშნილი და აეროპორტში თანმხლების ან დამხმარის გარეშე გადაადგილება არ შეგიძლიათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს თანხლებას მთლიანი მგზავრობის მანძილზე. თუ დიდ ჯგუფთან ერთად მიემგზავრებით, მაშინ უმჯობესია, მათგან აირჩიოთ ერთი პირი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ.

მგზავრობა დამხმარე ძაღლთან ერთად 

დამხმარე ძაღლები ერთადერთი ძაღლებია, რომელთა შეშვებაც დაშვებულია ტერმინალის შენობაში, გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც მიფრინავენ. 
ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ მგზავრობამდე, სულ მცირე, 48 საათით ადრე თქვენს ავიაკომპანიას ეცნობა დამხმარე ძაღლთან ერთად თქვენი გამგზავრების შესახებ, რათა თბილისის აეროპორტში უზრუნველვყოფილი იყოს თქვენთვის დახმარების გაწევა. აეროპორტში მოსვლისას, მიბრძანდით საინფორმაციო ან სპეციალური დახმარების დახლთან, რომელიც გაფრენის ტერმინალის შესასვლელში მდებარეობს და აკრიფეთ შესაბამისი ნომერი პერსონალთან დასაკავშირებლად, რომელიც გაგიწევთ საჭირო დახმარებას.   
გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენს ძაღლს აქვს ფრენისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი, იმ დოკუმენტების ჩათვლით, რომლებიც დადგენილია იმ ქვეყნების რეგულაციებით, რომლებშიც აპირებთ გამგზავრებას და ასევე, საიდანაც სხვაგან უნდა გაემგზავროთ.  

მგზავრობა ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობით

თუ გამგზავრებამდე აღგენიშნებოდათ ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობა, რის გამოც სპეციალური დახმარება გესაჭიროებათ, გთხოვთ, ამის შესახებ წინასწარ აცნობოთ თქვენს ავიაკომპანიას, ან დაუკავშირდეთ მის მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურს.

მგზავრობა სამედიცინო აღჭურვილობით/საშუალებებით

ჩვეულებრივი სასუნთქი საშუალებების, როგორებიცაა პერსონალური ჟანგბადის კონცენტრატორები (POC) და აპნოეს დროს სახმარი სასუნთქი საშუალებები, (CPAP) თვითმფრინავში ატანა ნებადართულია, თუმცა მაინც ყოველთვის საჭიროებს ავიაკომპანიის თანხმობას. CPAP აპარატის გაბარიტები უნდა ჯდებოდეს სალონში ასატანი ბარგისთვის დასაშვებ ზომებში. გთხოვთ, დაუკავშირდეთ უშუალოდ თქვენს ავიაკომპანიას. 

მგზავრობა ეტლით ან სხვა გადაადგილების დამხმარე საშუალებებით
შეგიძლიათ მგზავრობისას თან იქონიოთ თქვენი საკუთარი გადასაადგილებელი დამხმარე საშუალებები, როგორებიცაა ეტლი, სპეციალური სკუტერები და დეამბულატორები, მაგრამ გთხოვთ, წინასწარ აუცილებლად აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ავიაკომპანიას.   
  • თბილისის აეროპორტიდან გამგზავრება 
თუ თბილისის აეროპორტიდან თქვენი საკუთარი გადასაადგილებელი დამხმარე საშუალებებით მიემგზავრებით, შეგიძლიათ, ისინი პირდაპირ გაფრენის ჩასხდომაზე გასასვლელთან აიტანოთ. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენს ავიაკომპანიას წინასწარ ეცნობა, რომ თქვენი საკუთარი გადასაადგილებელი დამხმარე საშუალებებით აპირებთ მგზავრობას.   
თუ ელექტროსავარძლით, ან სკუტერით აპირებთ გამგზავრებას, გაფრენის ჩასხდომაზე გასასვლელთან დაგხვდებათ თანამშრომელი, რომელიც დაგეხმარებათ, უსაფრთხოდ გაიტანოთ სკუტერი, თუ სწორად დაკეცილი სავარძელი. თუ წინასწარ გეცოდინებათ, როგორ მოქმედებს თქვენი დამხმარე საშუალებები, ეს ჩვენ დაგვეხმარება, მინიმუმამდე შევამციროთ დაგვიანება. 

თბილისის აეროპორტში ჩამოფრენა 

თბილისის აეროპორტში ჩამოფრენისას, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას, თქვენი სავარძელი, თუ გადასაადგილებელი დამხმარე საშუალებები იქ უნდა დაგხვდეთ. თანამშრომელი თქვენს სავარძელს, თუ სკუტერს, სხვა ბარგთან ერთად ჩამოტვირთავს თვითმფრინავის საბარგო განყოფილებიდან, რის შემდეგაც, მას თვითმფრინავის კართან დაგახვედრებენ.
ფრენის დროს თქვენი გადასაადგილებელი დამხმარე საშუალების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხულია, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ ავიაკომპანიას. თქვენ დაგჭირდებათ ფორმის შევსება - ბარგის მიღების დარბაზში, რის შემდეგაც მიიღებთ პროცედურისთვის საჭირო ნომერს.

ამბულიფტი და კიბე

ზოგიერთი თვითმფრინავი ტერმინალს საჰაერო ხიდით უკავშირდება, ზოგი კი - კიბით უკავშირდება ბაქანს. თუ კიბით, ან საჰაერო ხიდით სარგებლობა არ შეგიძლიათ, სპეციალურად გამოყოფილი დამხმარე პესონალი „ამბულიფტად“ წოდებული სპეციალური ტექნიკის მეშვეობით დაგეხმარებათ თვითმფრინავიდან ჩამოსვლაში. 
ამბულიფტის უკანა ნაწილი აიწევა ისე, რომ თვითმფრინავის კარს გაუსწორდეს, მასზე თქვენი გადასვლის შემდეგ კი, დაიწევა და მიწის დონემდე ჩამოგიყვანთ, იქიდან კი, ისევ დაგეხმარებიან ტერმინალის შენობამდე არსებულ მოკლე მანძილზე გადაადგილებაში. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, თქვენთან იქნება სპეციალური დახმარებისთვის განკუთვნილი პესონალი, რომელიც ჩამოფრენისას საჭირო მთელი გზის გავლაში დაგეხმარებათ.

ბავშვები, რომლებიც მგზავრობენ თანმხლების გარეშე და არასრულწლოვანი მგზავრები

ავიაკომპანიებს განსხვავებული წესები და გადასახადები აქვთ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც მგზავრობენ თანმხლების გარეშე, ხოლო საერთაშორისო ინსტრუქციები (გაიდლაინები) თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვან მგზავრებთან დაკავშირებით არ არსებობს.
ზოგიერთი ქვეყნის იმიგრაციის დეპარტამენტი დამატებით დოკუმენტაციას ითხოვს ყველა ბავშვზე, რომელიც შედის, ან ტრანზიტულად მგზავრობს მათ ქვეყანაში, ან იქიდან მიემგზავრება. ამას გარდა, ზოგიერთ ქვეყანას განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს თანმხლების გარეშე მყოფ ბავშვებთან, ასევე, არასრულწლოვან მგზავრებთან დაკავშირებით, რომლებიც არა მშობელთან, არამედ სხვა პირთან, ან მეურვესთან ერთად მგზავრობენ, ან რომლებსაც თან ახლავთ მხოლოდ ერთი მშობელი/მეურვე პირი. 
დამატებითი დოკუმენტაცია განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, ამიტომ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოთ შესაბამისი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა დარწმუნდეთ, რომ გამგზავრებამდე ხელთ გაქვთ ყველაფერი, რაც გესაჭიროებათ.

მანიშნებელი : ეტლით მომსახურების საინფორმაციო ბანერი
 

სპეციალური დახმარების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 577999406

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467