რეგისტრაცია

რეგისტრაცია

გთხოვთ, გაფრენის წინ დაუკავშირდით შესაბამის ავიაკომპანიას,  საელჩოს ან საკონსულოს და გადაამოწმეთ ინფორმაცია დანიშნულების ქვეყანაში არსებული კონკრეტული მოთხოვნების, ან სავალდებულო პროცედურების შესახებ.  მოგზაურობის გაუქმების, შეცვლის ან გადადების საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით უშუალოდ თქვენს ავიაკომპანიას, ან ტუროპერატორს.

თქვენ შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ ავიაკომპანიის ერთ-ერთი ონლაინ-სერვისის გამოყენებით, ან გაიაროთ რეგისტრაცია აეროპორტის ერთ-ერთ სარეგისტრაციო დახლთან, შემდეგი ნაბიჯების გამოყენებით:

  • კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საინფორმაციო სამსახურს (მდებარეობს გამგზავრების დარბაზის შუაში. ასევე, ვიზუალური ინფორმაცია ფრენებისა და სარეგისტრაციო დახლების ნომრების შესახებ, განთავსებულია რამდენიმე ადგილას მთელს გამგზავრების დარბაზში).   
  • რეგისტრაცია გამგზავრებამდე 3 საათით ადრე იწყება და გაფრენამდე 60 წუთით ადრე სრულდება.  
  • ადგილობრივი ფრენების შემთხვევაში, მგზავრების რეგისტრაცია, გამგზავრებამდე 75 წუთით ადრე იწყება და 20 წუთით ადრე იხურება.    
  • ონლაინ-დარეგისტრირებული მგზავრებისთვის შესაძლებელია Drop off (ბარგის რეგისტრაციის) დახლით სარგებლობა.
  • პანდემიის პერიოდში *(მობილურით თუ ონლაინ-დარეგისტრირებული მგზავრებიც) სავალდებულოა სარეგისტრაციო დახლთან გამოცხადება და რეგისტრაციის გავლა. 
  • დარწმუნდით, რომ მგზავრობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი თან გაქვთ, მათ შორის, ბილეთი, პასპორტი და დანიშნულების ქვეყანაში მგზავრობისთვის საჭირო ვიზა.     
  • რეისზე რეგისტრაციისას, განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა დოკუმენტთან ერთად, როგორიც არის, მაგალითად, ექიმის ცნობა, უნდა წარადგინოთ ყველა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი, მათ შორის, პირადობის მოწმობა და/ან პასპორტი. მგზავრებმა, რომლებმაც იყიდეს ფასდაკლებული ბილეთები, გადაზიდვების თანამშრომლებს უნდა წარუდგინონ ფასდაკლებაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  
  • თუ თქვენ გადააჭარბეთ ბარგის დასაშვებ რაოდენობას/წონას, გამოყენებული იქნება არანორმატიული ბარგის პროცედურები.
  • საბარგო პროცედურების დასრულების შემდეგ, ჩვენი პერსონალი გადმოგცემთ ჩასხდომის ბარათს და გადაგამისამართებთ ჩასხდომის გასასვლელისკენ. 
  • მგზავრებმა, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დახმარებას, წინასწარ უნდა აცნობონ ავიაკომპანიას მათი კონკრეტული საჭიროებების შესახებ. 
  • ფეხმძიმობის 28-ე კვირის შემდეგ, მომლოდინე დედებმა უნდა წარადგინონ ექიმის ცნობა, რომ მათთვის მგზავრობა ნებადართულია. 
  • იმ არასრულწლოვნების მშობლებმა, ან მეურვეებმა, რომლებიც გამცილებლის გარეშე მგზავრობენ, წინასწარ უნდა აცნობონ ავიაკომპანიას ამის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ მათ (ბავშვებს) თან აქვთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია. 
  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებს და არასრულწლოვნებს, რომლებიც გამცილებლის გარეშე მგზავრობენ, ენიჭებათ პრიორიტეტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრაციის პროცედურების გავლისას. 
  • რეგისტრაციაზე დაგვიანების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართეთ თქვენი ავიაკომპანიის ოფისს, გამგზავრების დარბაზში. 

განსაკუთრებული დახმარება

  • გთხოვთ, წინასწარ აცნობოთ თქვენს ავიაკომპანიას, თუ გჭირდებათ პირადი დახმარება.
  • გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ავიაკომპანიას, თუ გჭირდებათ ჟანგბადი, საკაცე ან სხვა სამედიცინო დახმარება, გამგზავრებამდე, მინიმუმ, 72 საათით ადრე.
  • არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მოგზაურობის დაწყებამდე, რაც შეიძლება ადრე მიმართოთ თქვენს ავიაკომპანიას
  • მომსახურების საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად და თქვენი ლოდინის მინიმუმამდე შესამცირებლად, თქვენ უნდა აცნობოთ თქვენი მოთხოვნები ავიაკომპანიას, ან თქვენს ტურისტულ აგენტს, დაჯავშნის მომენტიდან და ფრენამდე, მინიმუმ, 48 საათით ადრე. 
  • მანქანით მოგზაურობთ, ტაქსით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აეროპორტში მისვლისთანავე შეგიძლიათ, მიმართოთ მომხმარებელთა დახმარების პუნქტებს, რომელთა საშუალებითაც შეგვატყობინებთ თქვენი მოსვლის შესახებ. დახმარების მისაღებად, თქვენ ასევე შეგიძლიათ, მიხვიდეთ საინფორმაციო სამსახურთან ან თქვენი ავიაკომპანიის სარეგისტრაციო დახლთან. შეტყობინების მიღებისთანავე, ჩვენი დახვედრისა და გამცილებლის სერვისი *(გადაზიდვების სამსახურის გამცილებელი) მოვა და წაგიყვანთ იმ ლოკაციიდან, საიდანაც დარეკეთ. ჩვენ გირჩევთ პარკირებას ტერმინალებთან ყველაზე ახლოს მდებარე ავტოსადგომებზე. 
  • დარეკეთ, ავტოსადგომზე ან გამგზავრების ტერმინალის შესასვლელში არსებულ ეტლით მომსახურების საინფორმაციო ბანერზე მითითებულ ნომერზე.
  • მას შემდეგ, რაც დარეკავთ, მომსახურე პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს მიღებაზე, მოგაკითხავთ და მიგაცილებთ, ტერმინალის გავლით, თვითმფრინავამდე.
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გთავაზობთ ბარიერების გარეშე წვდომას არსებულ სერვისებზე და სპეციალურ ობიექტებზე, რათა მეტად კომფორტული გახადოს მგზავრობა სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრებისთვის. 
  • სპეციალური საჭიროებების მქონე მგზავრების კომფორტის უზრუნველსაყოფად, ისინი, როგორც წესი, პირველები ადიან თვითმფრინავში და ბორტს ბოლოს ტოვებენ. 
  • აეროპორტს შეუძლია, გამოყოს თქვენთვის პირადი დამხმარე, რომელიც მუდმივად თქვენს გვერდით იქნება და გაგიწევთ დახმარებას რეგისტრაციის, პასპორტის კონტროლის, უსაფრთხოების შემოწმების, ბარგის მიღებისა და საბაჟო პროცედურების გავლაში. 
  • შშმ პირებისთვის უფასო ეტლები ხელმისაწვდომია ჩვენს სამგზავრო ტერმინალში, გთხოვთ, იკითხოთ უახლოეს საინფორმაციო სამსახურთან. თუ დახმარება გჭირდებათ ეტლით გადაადგილებისას, გთხოვთ, წინასწარ აცნობოთ თქვენს ავიაკომპანიას, რათა გამოყოს თქვენთვის პირადი დამხმარე. 
  • შშმ მგზავრებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები ხელმისაწვდომია ჩვენი სამგზავრო ტერმინალის მრავალ წერტილში. მიჰყევით შესაბამის ნიშნებს, იკითხეთ საინფორმაციო მაგიდასთან ან ისარგებლეთ ჩვენი აეროპორტის რუკით, რათა იპოვოთ თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე სველი წერტილი.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467