Brewmark

Brewmark

„ბრუმარკის“ ბარი მსოფლიოს საუკეთესო და კარგად ცნობილი, როგორც
ჩამოსასხმელი, ასევე, ბოთლის ლუდის სახეობების ფართო ასორტიმენტს
გთავაზობთ. ამას გარდა, აქ წარმოდგენილი კოქტეილების ჩამონათვალი,
რომელიც დიდი რუდუნებით არის შერჩეული, გთავაზობთ თქვენთვის
უკვე ნაცნობ და საყვარელ ყველა კოქტეილს, აგრეთვე, ახალ და უკვე ტრენდულ
სასმელებს. ეს დახვეწილი ასორტიმენტი ჩვენი გუნდის წევრების
კოქტეილების დამზადებაში დახელოვნებასა და გამოცდილებაზეც შეგიქმნით
წარმოდგენას. აქ მთავარი თქვენი სიამოვნება და დასვენებაა და არა
მირთმეული სასმელის რაოდენობა, ხოლო პაბის სტილში შერჩეული მენიუ
თავისი მსუბუქი და ამავდროულად, ძალების აღმდგენი საკვებით, ამ
ყველაფერთან ერთად მშვენიერ ტანდემს ქმნის, რაც ბარს ტურისტებისთვის
საყვარელ ადგილად აქცევს. „ბრუმარკში“ თქვენ შეგიძლიათ, ბარის დახლთან
მიირთვათ თქვენთვის მორთმეული სასმელი, ან
მაგიდასთან მჯდომმა ისიამოვნოთ სასმელითა და ახლად მომზადებული
წასახემსებელი თუ ნოყიერი საკვებით, რომელსაც ჩვენი მრავალფეროვანი
მენიუ გთავაზობთ. ქათმის ფრთები, თუ ბურგერი, ორაგული, თუ სალათი და
ვინ მოთვლის, კიდევ რა - ეს ხომ ის ბარია, რომელსაც ყველანაირი გემოვნების
ადამიანები ენდობიან და რომელშიც „ყოველთვის არის რაღაც ყველასთვის“.

საკვები ობიექტების რუკა

 

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467