Costa Coffee
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანია Costa Coffee-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოების 50-წლიანი გამოცდილებით გამოირჩევა, საქართველოში პირველი ობიექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში გახსნა. Costa Coffee საქართველოში მომხმარებლებს თავისი უნიკალური ცხელი და ცივი ყავის ფართო არჩევანს სთავაზობს. ასევე, Costa Coffee-ის მენიუშია ცხელი შოკოლადი, ჩაი, ცივი ფრაპე და ლიმონათი. სტუმრებს შეუძლიათ, დააგემოვნონ სენდვიჩები, სხვადასხვაგვარი წასახემსებლები, ნამცხვრები და ქართული კულტურის შთაგონებით მომზადებული ადგილობრივი დელიკატესების ფართო ასორტიმენტი. მუშაობს 24/7