სუვენირები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სუვენირების მაღაზიები მგზავრებს სამახსოვრო საჩუქრების ფართო სპექტრს სთავაზობს. გაფრენის ტერმინალში სუვენირების არაერთი მაღაზია ფუნქციონირებს, რომელშიც მგზავრებს შეუძლიათ, შეიძინონ ხელნაკეთი ტრადიციული ქართული საჩუქრები, სპეციალური ჩამოსხმის ქართული ღვინო, ეროვნული მხატვრობისა და ჭედურობის ნიმუშები, ხელნაკეთი კერამიკული თეფშები, ყანწები, ბატიკის ნიმუშები, ხელნაკეთი ჩანთები, ვერცხლისა და მინანქრის ნაკეთობები.
გარდა საჩუქრების მაღაზიებისა, გამგზავრების ტერმინალში მდებარეობს ჯიხურები, სადაც შეიძლება ქართული ეროვნული დელიკატესების შეძენა, როგორებიცაა ჩურჩხელა, ტყლაპი, ეგზოტიკური ჯემები და თაფლი, ასევე - თემატური სასაჩუქრე კალათები.
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467