მიწისზედა მომსახურება

მიწისზედა მომსახურება

TAV Georgia-ს ძირითად სერვისებს, რომელიც ორიენტირებულია, რომ დააკმაყოფილოს ავიაკომპანიის სახმელეთო მომსახურების ყველა მოთხოვნა აეროპორტში, განეკუთვნება მგზავრთა და ბარგის მომსახურება, ტვირთის დასაკომპლექტებელი მოწყობილობის კონტროლი, ბაქნის მომსახურება, საჰაერო ხომალდის დალაგება, ჩატვირთვის კონტროლი და საკომუნიკაციო კავშირი, სატვირთო მომსახურება, ფრენების ოპერირება, ტრანსპორტირება, როგორც ეს აღწერილია IATA-ს სახმელეთო მომსახურების ხელშეკრულებაში და ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ავიაკომპანიების სახმელეთო მომსახურების სახელმძღვანელოში.

 

ძირითადი  მომსახურება

1.  მგზავრთა მომსახურება

  • მგზავრთა სარეგისტრაციო მომსახურება და ბარგთან დაკავშირებული პროცესები
  • დაკარგული ბარგი, დაზიანებული ბარგი და ტრანსფერული რეისების ბარგთან დაკავშირებული პროცესები
  • მგზავრთა გასასვლელისკენ გადაყვანა და საჰაერო ხომალდში ჩასხდომა
  • ტრანსფერული მგზავრებისა და ბარგის მიღება
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და თანმხლები პირების გარეშე მყოფი ბავშვების გადაყვანა

2.  რამპის მომსახურება

  • საჰაერო ხომალდის მიღება და მარშალინგი
  • საჰაერო ხომალდის გადმოტვირთვა და ჩატვირთვა
  • ტექნიკით უზრუნველყოფა
  • საჰაერო ხომალდის აეროდრომის გასაშვები აგრეგატით (GPU), ჰაერის კონდიცირების ბლოკით (ვენტილაცია/გასათბობი მოწყობილობა), საჰაერო სტარტერის მოწყობილობით და Push-back/საბუქსირე მოწყობილობით უზრუნველყოფა
  • შიდა და გარე დასუფთავება
  • საჰაერო ხომალდის ტუალეტითა და წყლით უზრუნველყოფა
  • საჰაერო ხომალდის de-icing-ის სითხით დამუშავება რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს და წინასწარი ზომების მიღება anti-icing-ის სითხით დამუშავების საშუალებით
  • მგზავრებისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის ტრანსპორტირება საჰაერო ხომალდიდან და სამგზავრო ტერმინალამდე და პირიქით
  • ამბუ-ლიფტი (Ambu-lift)

3.  ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადაზიდვა

ძირითადი ტვირთი, სპეციალური ტვირთი (საშიში ტვირთი, ძვირფასი ტვირთი და სხვ.) და საფოსტო გზავნილი;

  • ტრანსპორტირება

4.  ჩატვირთვის კონტროლი, საკომუნიკაციო კავშირი და ფრენების ოპერირება

  • საჰაერო ხომალდის მომსახურების კოორდინაციის უზრუნველყოფა
  • საფრენი დოკუმენტაციის (ჩასხდომის უწყისი, მანიფესტი, ამინდის პროგნოზი, საფრენი გეგმა და სხვ.) მომზადება და გავრცელება
  • ჩატვირთვის კონტროლის, წონისა და ბალანსის უზრუნველყოფა
  • ნებართვა ფრენაზე და აეროპორტის სლოტების გამოყენება

საჰაერო ზონის მართვა

ძირითადი  მომსახურება

აეროდრომის მომსახურება

  • ადზ-ის, სარბენი ბილიკის, ბაქნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკა & პერსონალი უსაფრთხო აფრენა/დაფრენის უზრუნველყოფის მიზნით

ხარძარსაწინააღმდეგო, სამძებრო და სამაშველო მომსახურება

  •  ყველანაირი ტექნიკითა და საშუალებით, მათ შორის კვალიფიციური პერსონალით უზრუნველყოფა, სრული მზადყოფნისა და ხანძარსაწინააღმდეგო და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების მიზნით

ტექნიკური მომსახურების ზონა 

  •  ტექნიკური მომსახურების ზონა მოიცავს გარაჟს, შესაბამის ობიექტებთან ერთად, სადაც  დროულად და ეფექტურად ხორციელდება ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოები.

სასარგებლო ინფორმაცია

ტრანსპორტი
ტრანსპორტი

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467