ხშირად დასმული კითხვები
1. სად მდებარეობს დაკარგული ბარგის ოფისი თბილისის აეროპორტში?
დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
2. რა საბაჟო პროცედურები არსებობს თბილისის/ბათუმის აეროპორტში?
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
3. თუ არის აეროპორტში სიგარეტის მოწევისთვის გამოყოფილი ადგილები?
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ მოსაწევ სივრცეში.
4. რა პროცედურები არსებობს მათთვის, ვინც მოგზაურობს შინაურ ცხოველებთან ერთად?
ყოველ ავიაგადამზიდავს საკუთარი, განსხვავებული პროცედურები აქვს შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
5. რამდენი ხნით ადრეა საჭირო აეროპორტში მისვლა იმ რეისზე, რომლითაც მივფრინავ?
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
6. სად შეიძლება ინფორმაციის მიღება რეისებთან დაკავშირებით?
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +995 32 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
7. სად მდებარეობს სამედიცინო პუნქტი ტერმინალში?
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467