ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
14 ივლისს, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-მ აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. ფრენები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
Air Arabia Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საემიროების ორი მსხვილი ავიაკომპანიის Air Arabia-სა და Etihad Airways-ის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. ავიაკომპანია ტრანზიტულ მგზავრებს შესაძლებულობას აძლევს, იფრინონ აბუ-დაბიდან ნებისმიერი მიმართულებით Etihad Airways-ის საშუალებით.