"აეროფლოტი" ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნდა
ექვსწლიანი ინტერვალის შემდეგ, რუსული ავიაკომპანია - „აეროფლოტი“ ქართულ ავიაბაზარს დაუბრუნდა. 27 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, „აეროფლოტ“-ის პირველი რეისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც „ტავ ჯორჯია“-ს, „აეროფლოტი“-სა და „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტებ“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ავიაკომპანია „აეროფლოტი“ პირველი რეისის ფარგლებში 100-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“ რეგულარულ ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის მიმართულებით ყოველდღიურად შეასრულებს.
სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467