ავიაკომპანია Aironix Airlines-მა პირველი რეისი შეასრულა
ზაფხულის სეზონზე, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მომატებული რეისების რაოდენობასთან ერთად, ფრენას ახალი ავიაკომპანიებიც განახორციელებენ. 4 ივნისიდან, კვირაში ორჯერ, რეგულარულ რეისებს თბილისი-სიმფეროპოლის მიმართულებით უკრაინული ავიაგადამზიდი „ეარ ონიქს ეარლაინსი“ შეასრულებს (აღსანიშნავია, რომ სიმფეროპოლის მიმართულებით რეგულარული რეისები პირველად შესრულდება). თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბოინგ 737 ტიპის ავიახომალდი ყოველ სამშაბათსა და შაბათს, ღამის 02:30-ზე ჩამოფრინდება, ხოლო სიმფეროპოლის აეროპორტში 05:00 საათზე დაბრუნდება. მგზავრობის ხანგრძლივობა 2 საათს შეადგენს. „მოხარული ვარ, რომ 2013 წლის ზაფხულის სეზონი ასეთი დატვირთული იქნება თბილისის აეროპორტისთვის. იმედია სიმფეროპოლის მიმართულება საინტერესო აღმოჩნდება ქართველი და უკრაინელი მგზავრებისათვის და „ეარ ონიქსის“ ავიახომალდი, ყოველ კვირას დატვირთული იფრენს“- განაცხადა „ტავ ჯორჯია“-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მგზავრობა ერთი გზის მიმართულებით 151 ევრო, ხოლო ორი გზის მიმართულებით 251 ევრო ეღირება. უკრაინული ავიაგადამზიდი Aironix Airlines რეგულარულ რეისებს 2012 წლიდან ასრულებს. საქართველოს გარდა, ავიაკომპანია სიმფეროპოლის საერთაშორისო აეროპოერტიდან უკრაინის, სლოვაკეთის, რუსეთის, პოლონეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, თურქეთისა და ისრაელის მიმართულებით ახორციელებს ფრენას. 2013 წლის ზაფხულის სეზონზე ( რომელიც 31 მარტიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება) 9 წამყვანმა ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა რეისების რაოდენობა თბილისის მიმართულებით. 2013 წლის მაისიდა,ნ სრულდება რეისები თბილისი-თელავივის მიმართულებით, ავიაკომპანია Israir Airlines-ის მიერ. ზაფულის პერიოდში ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლით, კიდევ რამდენიმე ახალი ავიაკომპანია არის დაინტერესებული.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467