თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიურმა ავიაკომპანია Alitalia-მ პირველი რეისი განახორციელა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიურმა ავიაკომპანია Alitalia-მ პირველი რეისი განახორციელა

3 ივლისს, გამთენიისას, იტალიის უმსხვილესმა ავიაგადამზიდმა Alitalia-მ თბილისი-რომის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ამიერიდან, Alitalia თბილისის საერთაშორისო აერპორტსა და რომის ფიუმიჩინოს აეროპორტს შორის ფრენებს, კვირაში ორჯერ, სამშაბათს და კვირას შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები თბილისიდან რომში, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე განხორციელდება. იტალიური ავიაკომპანია ფრენებს Airbus A320-ით შეასრულებს, მგზავრობას თბილისიდან რომში დაახლოებით 4 საათი დასჭირდება.
„მოხარული ვარ რომ თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი უმსხვილესი და უძველესი ევროპული ავიაგადამზიდი Alitalia იფრენს. ის ფაქტი, რომ 2012 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4-მა ცნობილმა ავიაკომპანიამ დაიწყო რეგულარული რეისების შესრულება, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო დღითიდღე უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება უცხოელი ტურისტებისა და ბიზნესმენებისათვის. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს უკვე აღარ მოუწევთ ტრანზიტული რეისებით სარგებლობა და ევროპის წამყვან ქალაქებში პირდაპირი რეისებით ჩაფრენას შეძლებენ“- განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
იტალიის ნაციონალური ავიაგადამზიდი Alitalia, ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა იტალიაში და მე-19 მსოფლიოში. მისი თანამედროვე ავიაპარკი 146 თვითმფრინავისგან შედგება. Alitalia თავის შვილობილ ავიაკომპანია Air One-თან ერთად 40 ქვეყანაში, 86 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. აქედან 27 ადგილობრივი, ხოლო 59 საერთაშორისო მიმართულებაა.
2010 წელს, Alitalia-მ ევროპის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო 2011 წელს მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების ხუთეულში შევიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Alitalia-ს პირველი რეისის ჩამოფრენასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც „ტავ ჯორჯიას“ მენეჯმენტი, Alitalia-ს წარმომადგენლები საქართველოში და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ. საღამოზე სპეციალად მოწვეული ბენდი, იტალიურ მელოდიებს ასრულებდა.

 

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467