Skytrax-ის კიდევ ერთი აღიარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს
საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ და მგზავრზე ორიენტირებულ 10 აეროპორტს შორის დაასახელა. Skytrax-ის ეს აღიარება, 12 თვის განმავლობაში აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და აეროპორტის განვითარებისთვის წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, ათეულში რიადის, ნიუ-იორკის, დამამის, სიეტლის, კასაბლანკას, სოლტ ლეიკ სითის, ადის აბაბას, ბერლინისა და ნურ-სულთანი აეროპორტები მოხვდნენ-
https://www.worldairportawards.com/worlds-most-improved.../
2021 წელს Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. ამასთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax-ის მიერ გამოვლენილ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში, უკვე მერვე წელია, ზედიზედ ხვდება.