პირდაპირი რეისი პეკინსა და თბილისს შორის
23 სექტემბერს China Southern Airlines პეკინი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. ჩინური ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, ბოინგ B737-B738 და B752 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა ქალაქ ურუმჩის გავლით განხორციელდება. ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ამ დრომდე China Southern Airlines ავიარეისებს თბილისი - ურუმჩი - ლანჟოუს მიმართულებით ასრულებდა. პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღონისძიებას, ჩინეთის ელჩი საქართველოში, China Southern Airlines -ის, საქაერონავიგაციის, აეროპორტების გაერთიანებისა და ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines 1988 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 35 ქვეყანაში, 193 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. China Southern Airlines ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467