1-ლი მაისიდან, გერმანული ავიაკომპანია Condor-ი, ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს.
რეისები კვირაში 2-ჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 757 და Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
ავიაკომპანია მგზავრებს, ფრანკფურტიდან ტრანზიტულ რეისებს მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში. Condor-ი
1955 წელს ფრანკფურტში დაარსდა, ავიაკომპანია გერმანიის ცხრა უმსხვილეს ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება.
Condor-ის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია.
დღეისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია ახორციელებს.