"ელ ალ აირლაინს" პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
დღეს, ისრაელის ნაციონალურმა ავიაკომპანია „ელ ალ აირლაინსი“ თელ - ავივი - თბილისი - თელ - ავივის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. ფრენები ყოველ სამშაბათს Boeing 738/739 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ავიაკომპანიის პირველი რეისის აღსანიშნავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ტავ ჯორჯიას მენეჯმენტი, „ელ ალ აირლაინსის“, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქაერონავიგაციის ხელმძღვანელობა და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ. 2016 წლის დასაწყისში, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის ტავ ჯორჯიასა და ისრაელის ნაციონალური ავიაკომპანია „ელ ალ აირლაინს“ შორის დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. თბილისის მსგავსად, „ელ ალ აირლაინს“ თელ - ავივის მიმართულებით ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც ასრულებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ - ავივის მიმართულებით ფრენებს „ელ ალ აირლაინს“ გარდა, „აირზენა“ „არკია“ და „ისრ აირი“ ასრულებენ.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467