ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
4 ივლისს, გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. გერმანიიდან ჩამოსულ 171 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და მისი მოადგილე, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საავიაციო ხელისფულების წარმომადგენლები და "ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა დახვდნენ.
ავიაკომაპანია მგზავრებს, დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით, ყოველ კვირას, 21 ივლისიდან კი, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას მოემსახურება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
გერმანიის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის ფრენებს კვირაში 9 სიხშირით სამი ავიაკომპანია ასრულებს: Georgian Airways (Berlin); Lufthansa (Munich); Eurowings (Dusseldorf).
დღეისათვის თბილისის საერთასორისო აეროპორტში 31 ავიაკომპანია ფრენებს 34 მიმართულებით ახორციელებს.