ქართული ღვინის ექსკლუზიური მაღაზია

ქართული ღვინის ექსკლუზიური მაღაზია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გადასახადისგან თავისუფალ ვაჭრობის ზონაში „ატუ ჯორჯიას“ და „ტავ ჯორჯიას“ მიერ გაიხსნა ღვინის მაღაზია -„ქართული ღვინოები“, სადაც გამოფენილია 12 კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების საუკეთესო ქართული ღვინო. ქართული ღვინის ექსკლუზიური მაღაზიის გახსნა შესაძლებელი გახდა „ატუ ჯორჯიას“ და „ტავ ჯორჯიას“ აქტიური ძალისხმევისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით. 275 კვ.მ-ზე განთავსებულ მაღაზიაში მოწყობილია ღვინის დეგუსტაციის კუთხე, სადაც მგზავრებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა, დააგემოვნონ ქართული ღვინის დახვეწილი კოლექცია 24 საათის განმავლობაში. მაღაზიის დიზაინი ქართულ ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი და ქართველ არქიტექტორს ეკუთვნის.

ქართული ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტის წარმოჩენა თბილისის აეროპორტში, სადაც ყოველდღიურად ათასობით მგზავრი იყრის თავს, არა მარტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, არამედ ეროვნული ღვინის ცნობადობის ამაღლებას უამრავი ვიზიტორის თვალში.

მაღაზიაში წარმოდგენილია შემდეგი კომპანიების ღვინოები: "ბადაგონი", კორპორაცია "ქართული ღვინო", შპს "ხვანჭკარა", "ქინძმარაულის მარანი", "თბილღვინო", "სარაჯიშვილი", "თელიანი ველი", "ბაგრატიონი 1882", შპს "კახეთის ტრადიციული ღვინის წარმოება", "შატო მუხრანი", მეღვინეობა "ხარება" და სხვ.

 

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467