დასაქმდი აეროპორტში - აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს „ტავ ჯორჯიამ“ დასაქმების ფორუმზე უმასპინძლა
დასაქმდი აეროპორტში - აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ დღეს დასაქმების ფორუმზე უმასპინძლა.
ღია კარის დღეზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ვაკანსიების შესახებ და პირადად გასაუბრებოდნენ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელ პირებს.
ღია კარის დღე - „დასაქმდი აეროპორტში“ ახლო მომავალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც გაიმართება.
„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.