"მწვანე მომავალი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

"მწვანე მომავალი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

„მწვანე მომავალი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას „მწვანე მომავალს“ შეურთდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამწვანების აქცია მოაწყო. გამწვანების აქციაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც ჩაერთო. „ტავ ჯორჯიას“ პერსონალმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროსის 200მდე ნერგი დარგო. აქციის მიზანს ბუნების დაცვა, ჯანმრთელი გარემოს შექმნა და სამომავლოდ ქარდამცავი ზოლის მოწყობა წარმოადგენდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არაერთი წელია გარემოს დაცვის პოლიტიკას ატარებს, საკუთარ ბიზნესსაქმიანობას ეთიკური და სოციალური ნორმების დაცვით ახორციელებს და პერმანენტულად იღებს გარემოს დაბინძურების აღმკვეთ ზომებს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2008 წელს ISO 14001-ის სერტიფიცირების სახით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს კავკასიის რეგიონში პირველი „მწვანე აეროპორტის“ ტიტულები მიენიჭათ. ამასთანავე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთანაც (CENN).

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467