ახალი ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

ახალი ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

2017 წლის ბოლოდან თბილისის საერთასორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უკვე ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება. აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2015 წელს 1,800 000 გადააჭარბა. ახალი ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ეწსრებოდნენ. საზეიმო ვითარებაში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა „ტავ ჯორჯიას“ და „ტავ ჰოლდინგს“ გაწეული საქმიანობისთვის და „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტს სანი შენერს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა. ახალი ტერმინალის ფართობი 12 000კვ2 იქნება და მშენებლობაზე 500 - მდე ადამიანი დასაქმდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომსა და მგზავრთა ჩასხდომის ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3.500 000 მგაზვრს მოემსახურება. სანი შენერი ტავ ჰოლდინგის პრეზიდენტი - „უკვე 10 წელზე მეტია „ტავ ჯორჯიას“ დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაში. განვლილი წლების განმავლობაში „ტავ“-მა საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჩვენ ავაშენეთ თბილისისა და ბათუმის სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალები და კეთილმოვაწყეთ ისინი საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურით. კავკასიის რეგიონში საქართველო უპირობო ლიდერია სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ახალი ტერმინალის აშენებით კი ქვეყანას აქვს შანსი გახდეს უმნიშნველოვანესი საავიაციო ჰაბი რეგიონში. მე მჯერა, რომ ამ პროექტის განხორციელება დიდ სარგებელს და წინსვლას მოუტანს ქართულ ეკონომიკას და ავიაციას“.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467