საერთაშორისო გამოფენა - გაყიდვა შერატონ მეტეხი პალასში
7 დეკემბერს, „ტავ ჯორჯიამ“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, შერატონ მეტეხი პალასში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაში ხანდაზმული ადამიანების მონაწილეობის მიღებას მხარი დაუჭირა. გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორი საერთაშორისო ქალთა ასოციცია იყო. ღონისძიება 3000 ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, მათ შორის ქვეყნის პირველმა პირებმა, საელჩოებისა და საკონსულოების წარმომადგენლებმა. ხანდაზმული ქალბატონები გამოფენაზე ხელნაკეთ ნამუშევრებს და ქართულ ტრადიციულ ტკბილეულობას ყიდდნენ. ღონისძიების მიზანს მონაწილე ქალბატონების საზოგადოებაში ინტეგრირება წარმოადგენდა. დღის ბოლოს „ტავ ჯორჯიამ“ მონაწილე ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467