ტავ ჯორჯიასა და ესპანურ „Vueling Airlines“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
TAV Airports ჰოლდინგსა და ესპანურ ავიაკომპანია „Vueling Airlines“ სამწლიანი მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი საქართველოში, ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობასთან გრძელდება. „Vueling Airlines“ -ის ქართული საავიაციო ბაზრით დაინტერესება TAV Airports -ის მიერ წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის შედეგია. ესპანური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია TAV – ის მიერ ოპერირებად აეროპორტებში, მათ შორის თბილისის, სკოპიეს, ანკარას, იზმირის და ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტებში, რეისების დაწყებას მხოლოდ ერთდროულად, წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში გეგმავს. ესპანური „Vueling Airlines“ 2004 წელს დაარსდა. ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მსოფლიოს 163 მიმართულებით ასრულებს რეისებს.
სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467