Condor Airlines-მა ფრანკფურტი - თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა
2 მაისს, გერმანულმა ავიაკომპანია Condor-მა, ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა. აღნიშნული რეისით 140-მა მგზავრმა ისარგებლა. ფრენები კვირაში 2-ჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing 757 და Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
ავიაკომპანია მგზავრებს ფრანკფურტიდან ტრანზიტულ რეისებს მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში.
Condor-ი 1955 წელს ფრანკფურტში დაარსდა, ავიაკომპანია გერმანიის ცხრა უმსხვილესი ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება. Condor-ის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია.
დღეისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია Lufthansa (მიუნხენი) და Eurowings-ი (დუსელდროფი, ივლისიდან შტუტგარტი) ასრულებენ, ზაფხულის სეზონზე ბერლინის მიმართულებით ფრენების განახლებას Georgian Airways-იც გეგმავს.