ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
28 აპრილს Air Arabia Jordan ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. იორდანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ სამშაბათსა და პარასკევს, აირბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. Air Arabia Jordan-ის ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღონისძიებას, საქართველოს ელჩი იორდანიაში, ავიაკომპანია Air Arabia Jordan-ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის, აეროპორტების გაერთიანების, „საქაერონავიგაციისა“ და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრო. დაბალბიუჯეტიანი Air Arabia Jordan არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია „Air Arabia”-ს 2015 წელს შეუერთდა. Air Arabia რეგულარულ ფრენებს შარჯას მიმართულებით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 2016 წლის ზაფხულიდან ახორციელებს.
სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467