ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
1 ნოემბერს Pobeda Airlines როსტოვი-თბილისის-როსტოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში სამჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. Pobeda Airlines ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღონისძიებას, Pobeda Airlines -ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის, აეროპორტების გაერთიანების, „საქაერონავიგაციისა“ და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრო. Pobeda Airlines, „აეროფლოტის“, „სიბირისა“ და „ურალის ავიახაზების“ შემდეგ მეოთხე რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda რუსული აეროფლოტის ჯგუფის წევრია. კომპანიის მფლობელობაში ამ დროისთვის 12 ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდი შედის და ის რეგულარულ ფრენებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467