ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
2 ივნისიდან, ყაზახური ავიაკომპანია „Air Astana“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, დამატებითი მიმართულებით, ასტანა-თბილისი-ასტანა, იფრენს. პირდაპირი რეისები, ყაზახეთის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით, Embraer E-190 ტიპის ავიახომალდით კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. „Air Astana“, რომელიც ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ალმა-ატას მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში 5ჯერ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ოპერირების პერიოდში, „Air Astana“-ს მგზავრთა რაოდენობამ 120,000-ს გადააჭარბა. ყაზახური ავიაკომპანია „Air Astana“ 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად ავიაკომპანია 30მდე ავიახომალდით, მსოფლიოს 25 მიმართულებით დაფრინავს. დღეისათვის „Air Astana“-ს ავიაპარკი 30 Boeing 767-300ER, Boeing 757-200, Airbus A320 და Embraer E-190 ტიპის ავიახომალდისაგან შედგება.
სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467